მართალია, ბოლნისელებმა შარშან ამ დროს ევროპალიგის პირველივე ეტაპზე ალბანურ "ფლამურტარისთან" წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ, მაგრამ 23 წლის თავდამსხმელმა მშვენიერი გოლეადორული და მებრძოლი თვისებები გამოავლინა, შესაბამისად, მასზე მოთხოვნილებაც გაიზარდა.
ისე კი, შესაძლოა, ამან ისიანს ცუდი სამსახურიც გაუწია. ზამთარში ის აზერბაიჯანის უმდიდრეს კლუბ "ხაზარში" მიიწვიეს და იქ დიდი იმედითაც წავიდა, მაგრამ... ტრანსფერზე გაურკვევლობის გამო უკან მობრუნება მოუხ
ახლახან ვწერდით, რომ მაისში ისიანს კონტრაქტი დაუსრულდა და კვლავ ახალი გუნდის მოლოდინში იყო. მას "სამტრედია" და ქუთაისის "ტორპედო" იწვევდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, ორივე გუნდთან მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა - მხარეები ფინანსურ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. ისიანი კი მშობლიურ "სიონში" მივიდა. ეს ამბავი ბოლნისური კლუბის დირექტორმა ლადო ბურდულმა გვითხრა.
"ვილი ნიჭიერი თავდამსხმელია და მიხარია, რომ მისი დაბრუნება მოვახერხეთ. იმედია, ახალ სეზონში ის გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს", - სჯერა ბურდულს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"