გუშინ, 16 ივლისს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საგანგებოდ შექმნილი კომისიის სხდომა ჩატარდა და კონკურსის თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ვარიანტები გამოვლინდა.
ამ საკითხმა იმხელა ვნებათაღელვა გამოიწვია, საგანგებო კომისიაც კი ჩამოყალიბდა, რომლის წევრები იყვნენ კლუბის წარმომადგენლები - ზურაბ ჩაკვეტაძე, რამაზ ჩხიკვაძე, შალვა ასათიანი, მურად ქუთათელაძე, გიორგი დარასელია, დავით ჭეიშვილი და ნინო ქუთათელაძე.
ქუთაისის მერიის მხრიდან იყვნენ მერის პირველი მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი და მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის
სხდომას "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე თავმჯდომარეობდა და კომისიის წევრებს გააცნო კონკურსის პირობები, რომლის მიხედვითაც, ესკიზები უნდა შექმნილიყო ქუთაისის დროშის ფერების შესაბამისად - ლურჯ, მწვანე და ოქროს ფერებში.
კომისიის სამსჯავროზე გამოიტანეს ლოგოს 16 და ფორმის 6 ვარიანტი. საუკეთესო ფარული კენჭისყრით გამოვლინდა.
კომისიის წევრებმა, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, გამარჯვებულად სოსო ბაბუნაშვილის მიერ წარმოდგენილი ლოგოს და მაისურის ვარიანტები გამოაცხადეს. მასვე გამარჯვებულისთვის გათვალისწინებული საპრიზო თანხა - 300 ლარი (ლოგოსა და მაისურზე ცალ-ცალკე 150 ლარი იყო პრემია) გადაეცა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"