პირველ ტაიმში ანგარიში "კოლხეთმა" გახსნა. 33-ე წუთზე თავი გუნდის ახალწვეულმა გოჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა. მან მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმში "გურიამ" წონასწორობა აღადგინა. გოლი კურიოზულ ვითარებაში გავიდა. "გურიის" ცენტრალურმა მცველმა შეტევა გრძელი გადაცემით წამოიწყო. ფოთელთა მეკარე ბურთის მოსაგერიებლად კარიდან გამოვიდა, რაც მცველთან შეუთანხმებლად გააკეთა და ცუდად მოგერიებული ბურთი შოთა ჯიქიამ (ამ ზაფხულს "გურიაში" სწორედ "კოლხეთიდან" გადავიდა) ცარიელ კარში შეაგორა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"