ლანჩხუთის "გურია" ამხანაგურ მატჩში ფოთის "კოლხეთს" დაუზავდა

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიამ" გრიგოლეთის ბაზაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ფოთის "კოლხეთთან" გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

პირველ ტაიმში ანგარიში "კოლხეთმა" გახსნა. 33-ე წუთზე თავი გუნდის ახალწვეულმა გოჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა. მან მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში "გურიამ" წონასწორობა აღადგინა. გოლი კურიოზულ ვითარებაში გავიდა. "გურიის" ცენტრალურმა მცველმა შეტევა გრძელი გადაცემით წამოიწყო. ფოთელთა მეკარე ბურთის მოსაგერიებლად კარიდან გამოვიდა, რაც მცველთან შეუთანხმებლად გააკეთა და ცუდად მოგერიებული ბურთი შოთა ჯიქიამ (ამ ზაფხულს "გურიაში" სწორედ "კოლხეთიდან" გადავიდა) ცარიელ კარში შეაგორა.

უახლოეს დღეებში "გურია" საკონტროლო შეხვედრებს კიდევ გეგმავს. მეტოქეთა ვინაობა ზუსტდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Xo es bihi mec magra momwonda, magis mjera magra heuberavs, es kvaracxelia, mikvirda nakrebhi ratom ar iko saertod, warmatebebs usurveb.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული