"ჩვენ არ გვაქვს სრულფასოვანი 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარების რესურსი"

AutoSharing Option
ევროსეზონი ახლახან დაიწყო, ჩვენთვის შედეგი კი უკვე სავალალოა - ყველა ქართული კლუბი გამოეთიშა ევროპულ მარულას. მათ შორისაა თბილისის "დინამოც" - საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანული "გაბალას" ბარიერი ვერ გადალახა.

გუშინ "ლელო" თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და მას ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებულ სიტუაციასთან ერთად "დინამოში" მიმდინარე პროცესებზეც ჰკითხა...

- საწყენია, მაგრამ ფაქტია - ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ვერ გადალახა პირველი ევრობარიერი. როგორ შეაფასებთ მომხდარს?
- სამწუხაროა, მაგრამ რაც მოხდა, ფაქტი და რეალობაა. სწორად უნდა
მივუდგეთ საკითხს და ამის მიზეზი საკუთარ თავში ვეძებოთ.

- როგორ ფიქრობთ, ასეთი შედეგის ერთ-ერთი წინაპირობა 16-გუნდიანი ჩემპიონატიც ხომ არ არის?
- რა თქმა უნდა, და ისიც, რომ საქართველოს ჩემპიონატი არ უწყობს ხელს ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებას. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ჩავატაროთ სრულფასოვანი 16-გუნდიანი ჩემპიონატი.

- თუნდაც 3-4 წლის წინათ საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე თვითმყოფადი გუნდი იყო - თუნდაც თქვენი გაწვრთნილი "ზესტაფონი", "დინამო", "მეტალურგი", "დილა"... ამ დროისთვის, მათი რიცხვი შემცირებულია....
- გეთანხმებით და ისევ რესურსის თემასთან მივდივართ.

- "გაბალა" ფინანსურად ძლიერი, გამოცდილი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ მოგვეჩვენა, რომ "დინამოს" შეეძლო მისი ბარიერის დაძლევა. ეთანხმებით ამ აზრს?
- არა, თქვენ არაფერი მოგჩვენებიათ. დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ "გაბალას" ძლევა შესაძლებელი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენვე გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

- ზოგადად, მსაჯებზე საუბარი არ გიყვართ, მაგრამ ფაქტია - "დინამომ" ორივე მატჩი რიცხვნაკლულმა ჩაამთავრა...
- გულწრფელად გიპასუხებთ: ჩვენ თუ სულ მსაჯებისკენ გავიშვერთ ხელს და სხვადასხვა ფაქტორებს დავაბრალებთ წარუმატებლობას, მაშინ ვერავითარ შემთხვევაში ვერ წავალთ წინ. კი, ორივე მატჩი 10 ფეხბურთელით ჩავამთავრეთ, მაგრამ მსაჯობის გამო არ გამოვთიშულვართ ევროპალიგიდან.

- მაშ, რა იყო "დინამოს" წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?
- ის, რასაც ნაწილობრივ შევეხეთ ზემოთ. ჩვენ ევროთასებისთვის საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში ვემზადებით. ევროთასებზე კი სულ სხვა მოთხოვნებია, სხვა სისწრაფეებია, სხვანაირი გადაადგილებები... მეტია სათამაშო აგრესია.

"დინამოში" ძალიან კარგი პირობებია და მე ვერ ვიტყვი იმას, რომ "გაბალამ" ჩვენ უკეთესი პირობების ხარჯზე მოგვიგო...

- მაინც, რა მოხდა გაბალაში? ცხადია, ეს არ იყო ის "დინამო", რომლის ხილვაც, უპირველეს ყოვლისა, გია გეგუჩაძეს სურს...
- ალბათ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ის იყო, რომ გუნდის მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, შენების პროცესში ვართ და ასეთმა ფაქტორებმა, შეიძლება, კიდევ იჩინოს თავი, თუმცა მთავარია, იმ მიზნამდე მივიდეთ, რომელიც დავისახეთ.

- "დინამომ" ცოტა ხნის წინათ დაიმატა პერსპექტიული მცველი გიორგი თევზაძე. კიდევ აგრძელებთ სელექციას?
- დიახ, სელექცია გრძელდება და კვლავ იქნება ნაბიჯები გადადგმული გუნდის გაძლიერებისკენ. ერთი ცხადია - აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებზე...

- ზოგადად, "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია მძაფრად აღიქვამს კლუბის წარუმატებლობას ევროთასებზე, თუმცა, ალბათ, მასაც ესმის, რომ გუნდის შენებისთვის დროა საჭირო. თუ ისაუბრეთ ამ თემაზე "დინამოს" პირველკაცთან?
- ვისაუბრე კლუბის პრეზიდენტთან და მოხარული ვარ, რომ ჩვენ აბსოლუტურად ერთნაირად გვესმის კლუბის განვითარების სტრატეგია. საერთოდ, "დინამოს" უკეთესი ხვალინდელი დღისთვის მისმა თითოეულმა წევრმა ყველაფერი უნდა გააკეთოს.

- საქართველოს ჩემპიონატი კარს მოგვადგა. გასაგებია, რომ ჩემპიონობასა და თასს უმიზნებთ...
- ..."დინამო" სხვა მიზანს, უბრალოდ, ვერ დაისახავს.

- ეს გასაგებია, მაგრამ სხვა რამ გვაინტერესებს - მთავარ კონკურენტებად რომელ გუნდებს მიიჩნევთ?
- მირჩევნია, ამ კითხვაზე ოდნავ მოგვიანებით გიპასუხოთ. არ გამოვრიცხავ, სიურპრიზებიც გვქონდეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
სასჭრაფოდ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები დაუნდა მოვიდეს ახალი გუნდი
rezi
10:57 28-07-2015
0
ზუსტეს,რომ სიღარიბეა ყველაფრის თავი და ბოლო,მოლდოვას და სხვა ქვეყნებს შეიძლება დინამოსნაირი სტადიონა არ აქვთ,მაგრამ საერთო ჯამში ინფრასტრუქტურა შვენზე გაცილებით უკეტესი აქვთ და მეორე ერთი საფეხურით მეტზე იქნება თუ არა მოლდოვა და სხვები ამას არაფერი მნიშვნელობა აქვს,მთავარია რა აქვთ მოგებული.მთავარი ფულია,გაქვს ფული ყველაფერი გაქვს,მე მხედველობაში მაქვს საშუალო დონის სერვისი,არ გაქვს იქნები ისეთი როგორიც ხარ.
roma
22:20 25-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული