მინდა, ისევ გამოვადგე ქუთაისს - გიორგი ნერგაძე "ტორპედოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" კარიერას 32 წლის ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე გააგრძელებს, რომელიც კლუბს ათწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. ნერგაძემ "ტორპედოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნახევარმცველი ქუთაისური გუნდის ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა, ბოლო წლებში კი სამხრეთ აფრიკაში თამაშობდა. ნერგაძის ბოლო კლუბი იოჰანესბურგის "ბიდვესტ ვიტსი" იყო.

ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გიორგი ნერგაძის კომენტარი კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა:

"ძალიან მიხარია მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და მინდა, ისევ გამოვადგე ქუთაისს. ნდობისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას.

ვგრძნობ, რომ "ტორპედოს" გულშემატკივრებსაც დიდი სიყვარული აქვთ ჩემს მიმართ, რაც უფრო მეტ სტიმულს
მაძლევს.

როგორც ყველა ფეხბურთელის, ასევე ჩემი ნატვრაცაა, რომ დიდ წარმატებებს მივაღწიოთ. ვფიქრობ, "ტორპედოში" ადაპტაცია არ გამიჭირდება, რადგან დღევანდელი გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელს უკვე ვიცნობ, მათ შორის: სომხიშვილს, ოდიკაძეს, ბაბუნაშვილს.

რაც შეეხება გიორგი დარასელიას, აქამდე მასთან ერთად არ მიმუშავია, თუმცა ვიცი, რომ თავისი საქმის პროფესიონალია.

ყველანი ერთად მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული