გია ცეცაძის გაწვრთნილებმა 3:1 მოიგეს. თავი გიორგი დათუნაიშვილმა, ირაკლი სიხარულიძემ (პენალტი) და თემურ მარკოზაშვილმა გამოიჩინეს.
"სამტრედიამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მეშველიანი, მთივლიშვილი (46. იოსელიანი), შერგელაშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მარკოზაშვილი, რაჟამაშვილი, ენდელაძე (46. ცნობილაძე), დათუნაიშვილი, სიხარულიძე, ზივზივაძე; შეცვლაზე შევიდნენ: იოსელიანი, ცნობილაძე, შილაკაძე, ახალაძე, კიკაბიძე, ჭეიშვილი, თვალავაძე.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიელებმა თურქულ შეკრებაზე პირველი თამაში ამ ქვეყნის პირველი ლიგის “გოზტეპესთან” 0:1 დათმეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"