ლოკომოტივი-ესქიშეჰირსფორი 1:7 - შვიდი გოლი და ერთი გამონათება

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" ავსტრიული შეკრება მეოთხე ამხანაგური მატჩით დაასრულა. ვასილ მაისურაძის გუნდის ბოლო მეტოქე თურქული "ესქიშეჰირსფორი" გახლდათ.

ეს კლუბი თურქეთის სუპერლიგის ბინადარია (მთავარი მწვრთნელი ცნობილი გერმანელი სპეციალისტი მიხაელ სკიბე გახლავთ) და გასაკვირი არ უნდა იყოს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებიუტანტის მარცხი, თუმცა 1:7...

მეტოქე გაცილებით ძლიერი და კონცენტრირებული იყო და ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა, თან მალე მეორე გოლიც მიაყოლა. მართალია, მამია გავაშელიშვილმა 26-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ეს ამ შეხვედრაში ქართული გუნდის ერთადერთი გამონათება იყო.

ტაიმი თურქებმა 4:1
მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში "ლოკომოტივი" მირკან აიდინმა აიკლო ჰეთ-თრიკით და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამხანაგური მატჩი
ლოკომოტივი-ესქიშეჰირსფორი 1:7
0:1 ემრე (1), 0:2 მატიაში (15), 1:2 გავაშელიშვილი (26), 1:3 კანაკი (27), 1:4 მატიაში (32), 1:5 აიდინი (65), 1:6 აიდინი (69-პენ), 1:7 აიდინი (81)
ლოკომოტივი: მიქავა (46. კუპატაძე), ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი (73. ხიდეშელი), ღაღანიძე, უბილავა (70. გაბაძე), სამურკასოვი, ჩიხლაძე (50. ქიქავა), დიასამიძე, კიკნაძე (80. არდაზიშვილი), თექთურმანიძე (71. ქანთარია), გავაშელიშვილი (75. არველაძე).

"ლოკომოტივი" საქართველოში დღეს დაბრუნდება და სეზონისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე, საგურამოში გააგრძელებს. იქვე, 7 აგვისტოს, მაისურაძის შეგირდები დასკვნით საკონტროლო შეხვედრას გამართავენ ბოლნისის "სიონთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული