- ივლისის ბოლოს ქობულეთში დავბრუნდით, ბიჭებმა ორი დღე დაისვენეს და სეზონისთვის მზადება განაახლეს. გუნდი ახლაც ქობულეთში ვარჯიშობს.
- თქვენს შეკრებაზე ინფორმაცია საკმაოდ მწირი იყო. იქნებ ახლა უფრო მეტი გვითხრათ ამხანაგურ მატჩებზე?
- ერზრუმში ორ აზერბაიჯანულ გუნდს შევხვდით - "ქიაფაზთან" 1:1 ვითამაშეთ. გოლი ლუკა გუგუჩიამ გაიტანა, "ზირესთან" კი 0:0 დავასრულეთ მატჩი. მათ გარდა, ორ თურქულ
- რატომ?
- რატომ და თურქმა მსაჯმა თავისიანებს ჩვენი ფეხბურთელების აშკარად და უტიფრად მოცელვის საშუალება მისცა. ისინიც არავის ინდობდნენ და ბიჭები გამწარდნენ. მსაჯის ხელშეწყობით, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს ვაგებდით. ასეთი უნამუსო მსაჯობა არასოდეს მინახავს. ასე ვიღაცას ხელ-ფეხს მოტეხდნენ.
დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ბოლოს ისე გავმწარდი, მოედანზე შევვარდი და მსაჯი ხელიდან ძლივს გამომგლიჯეს. მერე კი ბიჭები მოედნიდან გავიყვანე. რომ არა მსაჯობა, ამ შეხვედრასაც არ წავაგებდით.
- სეზონის დაწყებამდე საკონტროლო შეხვედრებს აღარ ჩაატარებთ?
- როგორ არა, დავგეგმეთ კიდეც: 7 აგვისტოს ოზურგეთის "მერცხალს" შევხვდებით, 8-ში - ქედის "ბეთლემს", ხოლო 10-ში - "მაჭახელას".
- ახლა სიახლეებზეც გვითხარით. თურქულ შეკრებამდე საკმაოდ ბევრი ახალწვეული გყავდათ. მათი რაოდენობა ხომ არ გაიზარდა?
- დიახ, გორის "დილადან" ნიჭიერი თენგიზ წიქარიძე დავიმატეთ, ხოლო რუსეთის პირველი ლიგის "ტოსნოდან" - ალბერტ ცხოვრებოვი.
- ადრე იყო ინფორმაცია, რომ თითქოს ის "დილაში" ითამაშებდა...
- ეს ბიჭი მამუკა ჯუღელმა ჩამოიყვანა და "შუქურაში" ითამაშებს. ის 22 წლისაა, რუსეთის მოქალაქეა და ცენტრალური მცველია. კარიერა ვლადიკავკაზის "ალანიაში" დაიწყო, მაგრამ გასული სეზონი რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბ "ტოსნოში" გაატარა.
- თქვენ თქვით, რომ ლიდერებში დასამკვიდრებლად ემზადებოდით. შეკრებამ ამაში დაგარწმუნათ?
- რა თქმა უნდა! ჩვენ ევროპალიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. სეზონისთვის საკმაოდ გავძლიერდით.
სულ მოსამზადებელ ეტაპზე 14 ფეხბურთელი დავიმატეთ - ჩვენთან არიან ლევან ინგოროყვა, გიგა ჭეიშვილი (ორივე - ლანჩხუთის "გურია"), ლევან გეგეჭკორი (მარტვილის "მერანი"), არჩილ ბაჯელიძე (საჩხერის "ჩიხურა"), ლუკა გუგუჩია ("ზუგდიდი"), გრიგოლ დოლიძე, ლევან შარიქაძე და რევაზ გეწაძე (ყველა - "სამტრედია"), თორნიკე თარხნიშვილი ("ცხინვალი"), გოჩა ხოჯავა ("სახალინი") და თავდამსხმელები - მიხეილ კაკალაძე (ბათუმის "დინამო") და გუჯა ლობჯანიძე (თბილისის "ვიტ ჯორჯია").
ასეთი მოთამაშეებით მიზანი, რომელიც დავისახეთ, რეალურად მიღწევადი მგონია.
- ხოჯავას ნიჭიერ მოთამაშედ ვიცნობდით, მაგრამ ბოლო წლებში სულ ტრავმები აწუხებდა. ახლა როგორ ფორმაშია?
- თურქეთში მთელი სერიოზულობით ემზადებოდა და დარწმუნებული ვარ, სეზონს კარგ ფორმაში შეხვდება. მისი დიდი იმედი გვაქვს.
- თქვენი ვაჟის ამბავსაც გკითხავთ. ცნობილი იყო, რომ გიორგი კვიპროსში გადასვლას აპირებდა, მაგრამ ისევ "შუქურაშია". რა ხდება? ჩაიშალა ტრანსფერი?
- გიორგის ამბავი ჯერაც გასარკვევია. თუ აქედან არაფერი გამოვიდა, მაშინ ჩვენთან დარჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ისე სიონის ამბიციების რა მოგახსენო?...