მიზანი კვარაცხელიასთვის ხელფასის მომატება თუ სხვა კლუბში გადაყვანაა - რა წერია ფიფას რეგლამენტში?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელების საკითხი ჩიხშია შესული. ჟურნალისტი ჯანლუკა ვიგლიოტი წერს, რომ აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს ითხოვს, კლუბი კი ბონუსებიანად 6 მილიონის გადახდაზეა თანახმა, რომლის მიხედვით ის გუნდში რომელუ ლუკაკუსთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს და ეს მაქსიმუმია, რისი შეთავაზების საშუალებაც პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გააჩნია.

„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, გასულ კვირაში ნეაპოლში ჯუღელსა და „ნაპოლის“ წარმომადგენელს შორის კიდევ ერთი არაოფიციალური შეხვედრა შედგა, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო და მხარეები მოლაპარაკებებს ამ თვის
ბოლოს მილანში გააგრძელებენ.

ქართველის თანამშრომლობის გახანგრძლივება ფართო განხილვის საკითხი გახდა. „ტერნანას“ მწვრთნელი რობერტო ბრედა აღნიშნავს, რომ სიტუაცია ამ მხრივ ვიქტორ ოსიმენის გამო გასულ წელთან შედარებით გართულდა, კლუბს მომგებიანი პოზიცია აქვს, მაგრამ პრობლემა მალეა მოსაგვარებელი და უნდა შეაფასონ, გაყიდონ თუ არა მოთამაშე.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი რაფაელე აურიემა მიიჩნევს, რომ ხვიჩა კონტრაქტს არ გააგრძელებს, ვინაიდან ადრე 5.5-მილიონიან ხელფასზე უარი თქვა. კალიდუ კულიბალის ყოფილი აგენტის, ბრუნო სატინის აზრით, რადგან „კვარა“ ხელშეკრულების გახანგრძლივების წინააღმდეგია, ზაფხულში წასვლა სურს და ძნელი სათქმელია, მოინდომებს თუ არა ხვიჩას ხელში ჩაგდებას პსჟ, რომელიც ადრე მისი სამსახურით იყო დაინტერესებული. Areanapoli-ს საფეხბურთო მიმომხილველი ლუკა ჩირილო თავისი პოზიციის გამოსახატავად გულშემტკივრების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით წერს, რომ არასაკმარისად მოტივირებული ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ბრძოლას აზრი არ აქვს, გაისად 60-70 მილიონად უნდა გაყიდონ, მისი შემცვლელი დავიდ ნერესის სახით ჰყავთ და თან შეუძლიათ იაფად „კომოს“ 20 წლის არგენტინელი შემტევი ნიკო პასი დაიმატონ, რომელიც „ნაპოლიში“ გადასვლით აღფრთოვანებული იქნება.

ძნელი სათქმელია, ჯუღელს უნდა კვარაცხელიასთვის გასამრჯელოს მომატებას მიაღწიოს თუ საერთოდ სხვა კლუბში წაიყვანოს. Tuttomercatoweb-ის მტკიცებით, ფიფას რეგლამენტის მე-17 პუნქტით ფეხბურთელს აქვს გუნდის გამოცვლის უფლება - 28 წლის ასაკამდე მოთამაშეს კონტრაქტის გაფორმებიდან მესამე წელს მისი გადახედვის ან გასხვისების მოთხოვნის საშუალება გააჩნია. თუმცა, ეს საკმაოდ რთული პროცედურაა და არაა გამორიცხული, საქმე სასამართლო დავამდე მივიდეს. აგენტი მარიო ფოლიამანცილო ირწმუნება, რომ თუ კვარაცხელია ამ ნაბიჯს გადადგამს, შეიძლება დისკვალიფიციით დაისაჯოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაქსუებული ლავრენტა თავისას არ იშლის!
მწვრთნელი
19:54 09-10-2024
1
6 მილიონზე უნდა დათანხმდნენ იმ შემთხვევაში თუ გამოსასყიდს მაქსიმუმ 100 მილიონს ჩაუწერენ და ისინი თუ არ დათანხმდებიან სამ ასოზე გაუშვას და ითამაშოს ისე რა ხელფასსაც უხდიან და მერე მოვლენ ჭკუაზე ! ბევრი ამბობს ამ შემთხვევაში სკამზე დასვამენო.ჯერ ერთი არ დასვამენ იმიტომ რომ მერე ნაპოლის ფანკლუბთან მოუწევთ პასუხის გაცემა და თუ დასვამენ ეგეც არაა პრობლემა-ამ შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს სხვა გუნდში გაუშვან არენდით ასე რომ ფორმის დაკარგვა არ დაემუქრება 2 წელი ითამაშებს სხვა გუნდში და მერე სულ უფასოდ წავა გრანდში და ერთბაშად აინაზღაურებს დაკარგულ ფულს ! მაგათ თავი თუ დაუხარეს და დაუთმეს მერე უფრო შეაჯდებიან თავზე @ არცერთი ნაბიჯი უკან !!!
zura222
19:37 09-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული