"სამტრედია": გია ცეცაძეს დავით ჯიქიასი სჯერა

AutoSharing Option
"სამტრედიამ" თურქული შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.

გია ცეცაძის
გაწვრთნილებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა თურქეთის დაბალი ლიგის გუნდთან გამართეს. არადა, შეთანხმება გაცილებით ძლიერ მეტოქეზე იყო.

ისევე, როგორც ქობულეთის "შუქურას" შემთხვევაში, ქართული გუნდი თურმე ამჯერადაც უხეირო მსაჯობას წააწყდა. "სამტრედიამ" ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა. თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა. თუმცა თურქებმა მე-40 წუთზე წონასწორობის აღდგენა მოახერხეს და შეხვედრა ასეც დასრულდა - 1:1.

სამტრედია: თებიძე, მთივლიშვილი, ცინცაძე, სანდოხაძე, ახალაძე, რაჟამაშვილი, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი, ენდელაძე, სიხარულიძე, ზივზივაძე; შეცვლაზე: იოსელიანი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, თვალავაძე, შერგელაშვილი, კიკაბიძე, ცნობილაძე, ა. კვარაცხელია,
ჭეიშვილი.

"სამტრედიაში" სიახლე ისაა, რომ გუნდს 9 აგვისტოს თავდამსხმელი დავით ჯიქია შეუერთდება. საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელს თბილისის "ლოკომოტივსა" და "საბურთალოში" კარიერა არ აეწყო, მაგრამ ცეცაძეს მისი სჯერა და დარწმუნებულია, რომ 19 წლის თავდამსხმელი "სამტრედიას" შეეწყობა და სარგებლობას მოუტანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული