"სიონი" საშინაო მატჩებს ორი თვის განმავლობაში ბოლნისში ჩაატარებს

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" ბოლნისში ბრუნდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრებო განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი ბოკერია დღეს ბოლნისში ინსპექტირების მეორე ეტაპზე იმყოფებოდა და გადაწყდა, რომ გუნდი საკუთარ არენაზე დაბრუნდება.

ახალი სეზონის პირველი საშინაო მატჩი ბოლნისში ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ გაიმართება.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, "სიონი" საკუთარ კედლებში ორი თვის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი გორში გადაინაცვლებს, სადაც საშინაო შეხვედრებს უმასპინძლებს.

წყარო: fcsionibolnisi.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული