ამ ჩვენი ფეხბურთის ვერაფერი გავიგე - უგუნდოდ მყოფი გიგა ბეჭვაია გაკვირვებულია

AutoSharing Option
ბოლო სატრანსფერო ხმების მიხედვით, უგუნდოდ დარჩენილი გიგა ბეჭვაია "შუქურაში" მიიწვიეს. თუმცა ეს ამბავი ქობულეთური კლუბის დირექტორმა რევაზ ჩელებაძემაც უარყო და თავად ფეხბურთელმაც.

"დაახლოებით ათი დღე იქნება, რაც "ცხინვალში" ვვარჯიშობ, დიახ, მხოლოდ ვვარჯიშობ, კლუბში ჩარიცხვაზე არც გვილაპარაკია. კახა კაჭარავას მადლიერი ვარ, ფორმის აღდგენის საშუალებას რომ მაძლევს.

საერთოდ კი, დავიღალე ამდენი დაპირებებით, რამდენიმე კლუბი დამელაპარაკა და მერე არაფერი გამოვიდა. ასე იყო ქუთაისის "ტორპედოს", ბათუმის "დინამოსა" და "შუქურას" შემთხვევაშიც.

ყველაზე რეალური წინადადებით ბოლნისის "სიონმა" მომმართა, მაგრამ
პირობებზე ვერ შევთანხმდით. მირჩევნია, დაველოდო და ნორმალურ პირობებზე წავიდე", - ამბობს 28 წლის გამოცდილი ნახევარმცველი, რომელიც თემურ ქეცბაიამ რამდენჯერმე ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია.

ბეჭვაია სხვა საკითხსაც შეეხო:

"უმაღლესი ლიგა 16 მონაწილემდე რომ გაზარდეს, ამის მთავარი ამოცანა ქართველი ფეხბურთელების მაქსიმალური დასაქმება იყო. მაგრამ ახლა გეტყვით, თავად რა სურათის მომსწრეც ვარ.

ახლაც და ჩემამდეც, "ცხინვალში" ვარჯიშობდნენ გოგიტა გოგუა, გულვერდ თომაშვილი, ბაჩანა ცხადაძე, დავით სირაძე, ჯაბა დვალი, თედო გრიგალაშვილი, ზურაბ არზიანი და ლაშა სალუქვაძე. ეს ბიჭები ერთ გუნდში რომ შეიყარონ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ჩემპიონები გახდებიან.

მაგრამ მე ის მაინტერესებს, უმაღლესი ლიგის გუნდები ისე კარგად დააკომპლექტეს, რომ ჩვენი ადგილი არც ერთ კლუბში არ აღმოჩნდა?! ამ ჩვენი ფეხბურთის ვერაფერი გავიგე.

საინტერესოა, რომ არა "ცხინვალის" ხელმძღვანელობა, უგუნდოდ დარჩენილი ფეხბურთელები სად ვივარჯიშებდით"?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დარცჰენილიყავი საცჰხერესჰი სსად გარბოდი
saba
15:40 09-08-2015
0
გიგა გენაცვალე ,არაფერი პიროვნული, მაგრამ თქვენ 'ვარსკვლავბიჭებმა" 90%-მა მთლად ჩააგდეთ სეზონი სამტრედიაში, 1 თამაშში მახსოვს შენი 21 წუთიანი გაელვება, ეგ იყო და ეგ.
ყველამ დაინახა რისი მაქნისები ხართ როცა ერთად ხართ ეს გამოცდილი ვარსკვლავები.
იქნებ დროა გვირგვინი თავიდან მოიხსნა, გევრდზე გადადო და ან სიონში, ან საპოვნელაში წახვიდე.ისე ფრუიძეს კარგად თუ შეეხვეწები იქნებ დაგაბრუნოს, სამტრედიაში კი ნაღდად არ გელიან.
jango
17:32 09-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული