საბურთალო-რუსთავი 4:2 - მზადყოფნა პირველლიგელთან შეამოწმა

AutoSharing Option
"საბურთალომ" მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა პირველი ლიგის ბინადარ "რუსთავს" უმასპინძლეს. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს (გოცაძე), რასაც ხარაიშვილის, დვალისა და ფანცულაიას გოლები მოჰყვა.

მეორე ნახევარში რუსთაველმა ქარდანმა სხვაობა შეამცირა, თუმცა 83-ე წუთზე ისევ ხარაიშვილმა იყოჩაღა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.

საბურთალო: ქურდაძე, ჩაბრაძე, თოთაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ფანცულაია, ხარაიშვილი, დვალი, გოშთელიანი; შეცვლაზე: ჩოჩიშვილი, ვაჭარაძე, ბიძინაშვილი, სოფრომაძე, შიხაშვილი, ღლონტი, ბეროშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები მთავარ მწვრთნელს, ფედერაციის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა ეროვნული ნაკრების მიმართ. მიხარია, რომ ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ასეთი მაღალი მიზნები აქვს, კარგი ახალი თაობა მოდის, კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და შესაბამისად არავის უნდა გაუკვირდეს, რომ წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა არველაძემ.
კიდევ ფედერაციაში აპირებს ყოფნას ჯიგარი.
zurab
12:39 07-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული