მთელი თამაშის განმავლობაში მოედანზე მაღალი ტემპი იყო. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის, როცა "სამტრედიამ" მინდვრის ცენტრი დაისაკუთრა და მეტოქეს ოსტატურად დამუშავებული კომბინაციები მოახვია თავს.
პირველი ტაიმის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ბურთი ჯიუტად არ კვეთდა კარის ხაზს.
პირველი ტაიმის ბოლოსკენ "სამტრედია" დაწინაურდა - ირაკლი სიხარულიძემ საგოლე შანსი უნაკლოდ გამოიყენა და თავისიანები წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა მშვენივრად ითამაშეს. ტემპი კვლავ მაღალი იყო, თუმცა ადგილ-ადგილ შეცდომები მრავლად იყო, "სამტრედია" მაინც უკეთ გამოიყურებოდა. გია ცეცაძის შეგირდებმა გამარჯვება 62-ე წუთზე გაიფორმეს. დუბლით გამოირჩა ირაკლი სიხარულიძე, რომელიც იმერელთათვის გვარიანი შენაძენი ჩანს.
უხვმომენტიან თამაშში მეტი გოლი აღარ გასულა. იმერლებმა საქმე დამსახურებულ გამარჯვებამდე მიიყვანეს და თავიანთ ქომაგს სეზონის პირველი სიხარული აჩუქეს.
უმაღლესი ლიგა. I ტური
14.08.15. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 2000 მაყურებელი
სამტრედია-შუქურა 2:0
1:0 სიხარულიძე (45), 2:0 სიხარულიძე (62)
სამტრედია: თებიძე, გოგიაშვილი, მთივლიშვილი (77. იოსელიანი), სანდოხაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ენდელაძე, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი (63. ჯიქია), სიხარულიძე, ზივზივაძე (80. ცნობილაძე).
სათადარიგოები: მეშველიანი, ცინცაძე, მჭედლიშვილი, ახალაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
შუქურა: ჯიოევი, ცხოვრებოვი, მალანია, გეგეჭკორი, პუკანიჩი, ჩალაძე, თარხნიშვილი, შარიქაძე (59. წიქარიძე), ინგოროყვა (59. დოლიძე), ჩელებაძე (70. მ. კაკალაძე), ლობჯანიძე.
სათადარიგოები: თ. კაკალაძე, ჭეიშვილი, კომახიძე, გეწაძე.
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: მარკოზაშვილი (21), თარხნიშვილი (43), მთივლიშვილი (59), ჩალაძე (83)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
1) სტადიონზე იყო 1100 კაცამდის და არა 2000, იქ საერთოდ ეტევა 1350-1400,ქვედა სამი რიგი არასაჯდომია იქედან ფეხბურთს უბრალოდ ვერ უყურებ.საერთოდ კი მხოლოდ 9 რიგია.
2) 1-ლი გოლი გავიდა მეორე ტაიმის 33 -ე წამზე და არა პირველი ტაიმის მიწურულს
3) 1-ლ ტაიმში შუქურამ გადაუფრინა და გადათელა ჩემი ქალაქის კლუბი, ისე რომ არაფერში დაინდო, სამტრედიელები ნაცემი ბატებივით იყვნენ.
4) მეორე ტაიმში გატანილი ორივე ბურთი უფრო უცნაურობა იყო ვიდრე საფეხბურთო კანონზომიერება რაიმე.
5) 11 კაციდან სამტერდიას 2 უვარგოდა მხოლოდ სიხარულიძე და დათუნაიშვილი.
და ბოლოს რჩევა :
ალეკო კაკაურიძე - აიღე ჟურნალისტური თვითლიკვიდაციის უფლება და წადი ჟურნალისტიკიდან.