უმაღლესი ლიგა. II ტური: თბილისის "დინამოს" მორიგი 4 გოლი და 3 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის II ტურის მეორე მატჩი გაიმართა. მიხეილ მესხის სახლეობის სტადიონზე გამართულ თბილისურ დერბიში "ლოკომოტივმა" "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გეგა დიასამიძემ გახსნა, თუმცა რკინიგზელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - მე-16 წუთზე გიორგი თევზაძემ გაათანაბრა, აქედან ათიოდე წუთში კი მსაჯმა მოედნიდან კონსტანტინე ღაღანიძე გააძევა და "ლოკომოტივის" კარში დანიშნული პენალტი კი მათე ცინცაძემ (27) გამოიყენა.

კაცნაკლულმა "ლოკომოტივმა" დინამოელებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია - ტაიმის დასრულებამდე გოლი ჯაბა ჯიღაურმა (36) გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი
მეორე ტაიმში ზაზა ჭელიძემ (84). დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით გია გეგუჩაძის გუნდმა 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დროებით გალიდერდა. ჯერჯერობით ქულა არ აქვს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "ლოკომოტივს".

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" ასევე 4 გოლი გაუტანა პირველ ტურში თერჯოლის "საპოვნელას".

უმაღლესი ლიგის II ტური დღეს გორში, "დილასა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრით გაიხსნა (1:1). ტურის დარჩენილი 6 შეხვედრა კი ხვალ, 22 აგვისტოს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. II ტური: "დილა" და ბათუმის "დინამო" დაზავდნენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
"დროებით გალიდერდა" სადაური ქართულია?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული