უმაღლესი ლიგა. II ტური: "დინამო" (თბ), "სამტრედია" და "საბურთალო" უდანაკარგოდ

AutoSharing Option
22 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის II ტურის დარჩენილი 6 მატჩი გაიმართა.

სატურნირო ცხრილის სათავეში 6-6 ქულით თბილისის "დინამო", "სამტრედია" და "საბურთალო" უდგანან.

შეგახსენებთ, რომ ტური 21 აგვისტოს, გორში გაიხსნა, სადაც ჩემპიონმა "დილამ" ვიცე-ჩემპიონ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1, ხოლო თბილისის "დინამომ" "მიხეილ მესხზე" "ლოკომოტივს" ანგარიშით 4:1 მოუგო.

უმაღლესი ლიგა. II ტური
22 აგვისტო
ქობულეთი. "ჩელე არენა".
შუქურა-გურია 2:1
გოლები: 0:1 მაისურაძე (8), 1:1, 2:1 წიქარაძე (37, 87).

მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა".
მერანი-ცხინვალი 2:3
გოლები: 1:0
პაჭკორია (17), 1:1 კაჭარავა (37), 1:2 მაისაშვილი (53), 1:3 კაჭარავა (70), 2:3 გოგოლიძე.

თბილისი. "ბენდელა".
საბურთალო-ჩიხურა 1:0
გოლი: 1:0 გოშთელიანი (83).

ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე".
კოლხეთი-სიონი 0:1
გოლი: 0:1 შალამბერიძე (16).

ზუგდიდი. "ბაიას ბაზა".
ზუგდიდი-ტორპედო 1:1
გოლები: 0:1 სიჭინავა (81), 1:1 სამუშია (პენ, 90).

ქუთაისი. "რამაზ შენგელია".
საპოვნელა-სამტრედია 2:3
გოლები:1:0 შუღლაძე (4), 1:1 სიხარულიძე (32), 2:1 ბუხაიძე (პენ. 60), 2:2 სიხარულიძე (62), 2:3 ჯიქია (85).

21 აგვისტო
დილა-დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 მარცვალაძე (24), 1:1 გიორგი ბერიაშვილი (53).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლოკომოტივი-დინამო (თბ) 1:4
გოლები: 1:0 დიასამიძე (6), 1:1 თევზაძე (16), 1:2 ცინცაძე (27), 1:3 ჯიღაური (36), 1:4 ჭელიძე (84).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აზერბაიჯანის ჩემპიონატში 10 გუნდი თამაშობს, ყაზახეთში 12, სომხეთში 8, სამივე ქვეყანა ჩვენზე ბევრად კარგ ფეხბურთს თამაშობს, ვინც საქართველოში 16 გუნდიანი ჩემპიონატი მოიგონა ის არის ქართული ფეხბურთის მტერი და დამაქცევარი, უნდა სამუდამოდ მოკვეთო ფეხბურთიდან ვინც ამას მხარი დაუჭირა, ნეტა არგუმენტი თუ ქონდათ რამე საინტერესოა, ან 16 სტადიონი თუ აქვთ საერთოდ სადაც ფეხბურთის თამაში შეიძლება
tato
20:25 22-08-2015
0
მალადეც საბურთალოს
dato
01:00 23-08-2015
0

სიახლეები პოპულარული