კოლხეთი-სიონი 0:1 - კარგად დაცდილი ლანჩხუთი

AutoSharing Option
ლანჩხუთი ბოლნისურმა გუნდმა აგერ, უკვე 17 წელია, კარგად დასცადა - "ევგრაფი შევარდნაძის" ნამდვილ ბინადარ "გურიასთან" 1998 წლიდან არ წაუგია.

ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა გურიაში "სიონმა" - ვარლამ კილასონიას შეგირდები არენას შეხიზნულ "კოლხეთს" ესტუმრნენ და ქულათა მარაგი 4-მდე შეავსეს.

შეხვედრაში გამორჩეული ფიგურები "ადგილობრივები" გახდნენ - ლანჩხუთური ფესვების მქონე არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას (ასისტენტთან ერთად) სტუმრები დიმიტრი ტატანაშვილის გოლის გაუქმებასა და თამაშგარეს მიზეზით საგოლე შეტევის შეჩერებას შეედავნენ, ხოლო კოლხები იმ 11-მეტრიანს, რა დროსაც დარღვევა, ლაინსმენის აზრით, საჯარიმოს გარეთ მოხდა.

ერთადერთი გოლი პენალტიდან წინა
სეზონში "გურიაში" ნათამაშებმა კობა შალამბერიძემ გაიტანა.

ამის მერე კიდევ 74 წუთი იყო სათამაშო და გატანაც ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
22.08. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 100 მაყურებელი
კოლხეთი-სიონი 0:1
გოლი: 0:1 შალამბერიძე (16-პენ)
კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა (79. კვარაცხელია), გოგონაია, კოშკაძე, ჯიშკარიანი (46. პოლულიახი), კაკულია, ქებურია, სიჭინავა (46. ღონღაძე).
სათადარიგოები: ძაგანია, ინჯიბაშვილი, კაკულია, თ. კალაჯიშვილი
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
სიონი: მერლანი, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, ჯაფიაშვილი (64. კობახიძე), გიორბელიძე (6. საჯაია), სვანიძე (75. მიქაბერიძე), გოგობერიშვილი, რაზმაძე, შალამბერიძე, მანჯგალაძე, ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ნანიევი, ისიანი, ჭიკაიძე, მანაგაძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: გოგობერიშვილი, კილასონია, რაზმაძე, მერლანი
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

საქართველოს სუპერთასი
25 აგვისტო
დილა-დინამო (თბ)

25-26 აგვისტო
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები

უმაღლესი ლიგა. III ტური
29 აგვისტო, შაბათი
დინამო (თბ)-საბურთალო

30 აგვისტო, კვირა
დინამო (ბთ)-კოლხეთი
ტორპედო-დილა
ცხინვალი-ზუგდიდი
ჩიხურა-მერანი
სამტრედია-ლოკომოტივი
გურია-საპოვნელა
სიონი-შუქურა.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 4
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 2
ო. მარცვალაძე (დილა) 2
გ. გოშთელიანი (საბურთალო) 2
თ. წიქარიძე (შუქურა) 2.

ირაკლი კუკულაძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავიჯერო დასაწერი არ იყო მეტი?იმდენი კარგი მომენტები იყო,გეზარებათ წერა ლიად
devidball
14:51 24-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული