უმაღლესი ლიგა. III ტური: თბილისის "დინამომ" "საბურთალო" გაანადგურა

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge
29 აგვისტოს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" შორის უმაღლესი ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა.

მატჩის პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. მე-8 წუთზე ანგარიში მათე ცინცაძემ გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. 22-ე წუთზე "დინამოს" უპირატესობა ორამდე გიორგი ქვილითაიამ გაზარდა.

"დინამო" ორბურთიან უპირატესობაზე არ გაჩერებულა და 53-ე წუთზე გოლით უკვე გიორგი ჭანტურიშვილი გამოირჩა. ზუსტად 5 წუთში კი "საბურთალოს" კარში გოლის გატანა ვეტერანმა ალექსანდრე იაშვილმაც მოახერხა.

საბოლოოდ შეხვედრა დინამოელების გამარჯვებით ანგარიშით 4:0 დასრულდა.

უმაღლესი ლიგის დანარჩენი მატჩები 30
აგვისტოს გაიმართება. მანამდე კი სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერი თბილისის "დინამოა".
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჟურნალისტო! გაანადგურე მტერი, თუ გაქვს ერთი ადგილი,შინაურს მოფერება უნდა
vaxvax
13:18 30-08-2015
0
მაქსიმე ქვილითაიამ გოლების გატანაც დაიწყო და ისიც თბილისის "დინამოში"? ძალიან უცხო ამბავია :)))
nikata
22:19 29-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული