უმაღლესი ლიგა III ტური: "დილამ" მოდებაძის დუბლით იმარჯვა

AutoSharing Option
30 აგვისტოს უმაღლესი ლიგის III ტური ქუთაისში მორჩა, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ტორპედომ" გორის "დილას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა მეორეში კი ირაკლი მოდებაძემ 77-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მანვე "დილას" მეორე გოლი 84-ე წუთზე გაიტანა - 0:2

3 ტურის შემდეგ 9-9 ქულით თბილისის "დინამო" და "სამტრედია" ლიდერობენ, 7-7 ქულა ბოლნისის "სიონს", "დილას" და ბათუმის "დინამოს" აქვთ.

გაგაცნობთ III ტურის სხვა ანგარიშებს

29 აგვისტო
დინამო თბ-საბურთალო 4:0

30 აგვისტო
დინამო ბ.-კოლხეთი 2:0
სიონი-შუქურა 2:0
ჩიხურა-მერანი 3:0
გურია-საპოვნელა 3:0
სამტრედია-ლოკომოტივი 3:2
ცხინვალი-ზუგდიდი 5:1
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ გორელებო,მოგებით ძალიან გამახარეთ!ნელნელა უმატებთ თამაშს,გეტყობათ კლასი,მაგრამ ჩემპიონებს ბევრი მოგეთხოვებათ.ფალავანდიშვილი სუპერია,სხვებმაც ნორმალურად ითამაშეს,მოდებაძე ჩრდილში იყო,მაგრამ გოლების გატანით გამოისწორა იმიჯი,მარცვალაძე ჯერჯერობით ვერ გაიხსნა,ისეთ ბურთებს მაზავს 100 %-იანი რომ ჰქვია.აი მაშუკოვი კი ვერ იგებს,რა ხდება მინდორზე,ბურთს ვერ იმორჩილებს და პასებს ვერ აკეთებს,რად გვინდა ასეთი ფეხბურთელი გუნდში?გაუშვით იჯარით,თუ ვინმე წაიყვანს/მეეჭვება/.
merabi
00:27 31-08-2015
0
როდის უნდა ავიდეთ იმ დონემდე რომ ფეხბურთის გულშემატკივარს ასე ვთქვათ "ჰაილაითი" ნახვა მაინც შეეძლოს. კარგია რომ იწერება მაგრამ გოლების ნახვას არაფერი ჯობს
giorgi gorgadze
06:41 31-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული