"ტორპედო" უსაქმური მკვდარი სულების თავშესაფარი არ არის! - "ჯუნგლების" განცხადება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ გუნდის ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს.


განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

"ქუთაისის "ტორპედოს" ირგვლივ შექმნილი ვითარება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ შორიდან ვუყუროთ ამ მოვლენებს.

როგორც მოგეხსენებათ, კლუბი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც რიგითი ადამიანების გადასახადებიდან ივსება. შესაბამისად, არცერთ ქუთაისის "ტორპედოსთან" დაკავშირებულ პიროვნებას არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ეს თანხები ბოროტად მართოს და თავის სასიკეთოდ გამოიყენოს.

ჩვენი კლუბის ფერები არ არის ხელმძღვანელების სათამაშო ობიექტი. კლუბის ლოგო არის ჩვენი ღირსება და
მისი ქვევრზე დამსგავსება ნებისმიერი საღად მოაზროვნე "ტორპედოს" ფანისთვის მიუღებელია.

ქუთაისის "ტორპედო" არ არის თავშესაფარი, სადაც უსაქმური მკვდარი სულები და ვიღაცის ახლობლები შევინახოთ.

წლებია გვიწევს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა. აქამდე ყველას გავეცით შესაბამისი პასუხი და გასაყრელებიც გავყარეთ. რა თქმა უნდა, ახლაც იგივე განმეორდება! სამწუხაროა, თქვენც რომ ვერ შეიგნეთ - ჩვენ ვართ "ტორპედო", ჩვენ! ".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯიგრები ხართ გაყარეთ უსაქმურები და საზმაკაცოები, თქვენ მაინც გყავდეთ გირსეული გუნდი.
malxazi
13:43 12-09-2015
0
ჯუნგლების აზრი ყოველთვის დასაფასებელი და ანგარიშგასაწევი იყო და იქნება. მკვდარი სულების თემა თავისთავად აქტუალურია, მაგრამ დარასელიაზეც ხომ არ იტყოდით თქვენ აზრს. რომ გაუშვებენ მერე კი არა - ახლა დააფიქსირეთ. უსუსური და უხერხემლო რომაა და გუნდში დასარჩენად ყველანაირ ინტრიგებს კადრულობს, ეს თქვენს გარეშეც იცის ხალხმა. მკვდარი სულები მოიცლიან. მაგ თემა აქ ყოველთვის იქნება, მანდრაჟიანი მწვრთნელის გამოისობით დაკარგულ ქულებს კი ვერავინ დაუბრუნებს ტორპედოს
nikata
08:39 11-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული