უმაღლესი ლიგა. IV ტური: თბილისის "დინამომ" მარტვილშიც 4 გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის IV ტური მარტვილში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც "მერანმა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის "დინამომ" ჩემპიონატის ზედიზედ მეოთხე მატჩში შეძლო 4 გოლის გატანა. დუბლი შეასრულა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც ანგარიში 44-ე წუთზე გახსნა, 56-ეზე კი უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 76-ე წუთზე გატანილი გოლით უკვე ეროვნული ნაკრებიდან "დინამოში" დაბრუნებული მათე ცინცაძე გამოირჩა.

ამის შემდეგ სხვაობის შემცირება მასპინძლებმა შეძლეს - 81-ე წუთზე გატანილი გოლით ლაშა ჯღამაია გამოირჩა, საბოლოო ანგარიში კი ჯაბა ჯიღაურმა
90-ე წუთზე დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით გია გეგუჩაძის გუნდმა 12 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა (ტურის მატჩს მეორეადგილოსანი "სამტრედია" ხვალ "საბურთალოსთან" ჩაატარებს).

* * *
დღის მატჩში თბილისის "ლოკომოტივმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გოლები დემურ ჩხაიძემ, მამია გავაშელიშვილმა და ზვიად ქანთარიამ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივმა" ამ სეზონში პირველი ქულები მოიპოვა.

ტურის დანარჩენი 6 შეხვედრა 12 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მერანს გუნდი არ ყავს და არც გაკვირვებია ვინმეს რომ წააგებდა, მაგრამ ამ დინამოს იმედზე თუა ვინმე კარგად ყოფილა საქმე.
mister
18:42 11-09-2015
0
მერანს კარგი გუნდი ყავდა რაც მოხდა ძალიან ცუდია მარტვილთა გულშემატკივართვის აწყობილი გუნდი როგორ გააჩანაგეს ვაი თქვენს პატრონს,
სოსო
22:12 11-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული