აღსანიშნავია, რომ თბილისის "დინამომ" ჩემპიონატის ზედიზედ მეოთხე მატჩში შეძლო 4 გოლის გატანა. დუბლი შეასრულა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც ანგარიში 44-ე წუთზე გახსნა, 56-ეზე კი უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 76-ე წუთზე გატანილი გოლით უკვე ეროვნული ნაკრებიდან "დინამოში" დაბრუნებული მათე ცინცაძე გამოირჩა.
ამის შემდეგ სხვაობის შემცირება მასპინძლებმა შეძლეს - 81-ე წუთზე გატანილი გოლით ლაშა ჯღამაია გამოირჩა, საბოლოო ანგარიში კი ჯაბა ჯიღაურმა 90-ე წუთზე დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით გია გეგუჩაძის გუნდმა 12 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა (ტურის მატჩს მეორეადგილოსანი "სამტრედია" ხვალ "საბურთალოსთან" ჩაატარებს).
* * *
დღის მატჩში თბილისის "ლოკომოტივმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა.მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გოლები დემურ ჩხაიძემ, მამია გავაშელიშვილმა და ზვიად ქანთარიამ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივმა" ამ სეზონში პირველი ქულები მოიპოვა.
ტურის დანარჩენი 6 შეხვედრა 12 სექტემბერს გაიმართება.