უმაღლესი ლიგა V ტური: "დინამო" ისევ უდანაკარგოდ ლიდერობს

AutoSharing Option
20 სექტემბერს უმაღლესი ლიგის V ტური ორი შეხვედრით დასრულდა: თბილისის "დინამომ" "ზუგდიდს" უმასპინძლა, ხოლო ქუთაისის "ტორპედომ" - ფოთის "კოლხეთს".

"დინამომ" "ზუგდიდს" 3:1 მოუგო და კვლავ უდანაკარგოდ ლიდერობს ცხრილში. გოლები გიორგი გველესიანმა და გიორგი ქვილითაიამ (დუბლი) გაიტანეს. ზუგდიდელთაგან გოლი ცოტნე სამუშიამ გაიტანა.

"ტორპედომ" გიორგი კუხიანიძის გოლით მოიგო - 1:0. მსაჯმა გუნდების თითო ფეხბურთელი პირველ ტაიმში გააძევა.

სხვა მატჩები
შუქურა-საპოვნელა 4:0 (1:0)
გოლი: 1:0 ლუკა გუგუჩია (32), 2:0 თენგო წიქარიძე (83), 3:0 გიორგი ჩელებაზე (85), ლევან გეგეჭკორი (90)

სიონი-ლოკომოტივი
1:0 (0:0)
გოლი: 1:0 დავით სვანიძე (60)

გურია-საბურთალო 0:0 (0:0)

ჩიხურა-დილა 0:1(0:0)
გოლი: 0:1 ირაკლი მოდებაძე (68)

ცხინვალი-დინამო (ბთ) 3:2 (3:0)
გოლები: 1:0 ვასილ ბაჩიაშვილი (6), 2:0 ლევან კაკუბავა (2:0), 3:0 ირაკლი ლექვთაძე (39), 3:1 ლუის ალბერტო (52), 3:2 გიორგი ბერიაშვილი (60. პენ.)

სამტრედია-მერანი 4:0 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0 ბუდუ ზივზივაძე (24, 45), 3:0 თეიმურაზ მარკოზაშვილი (70), 4:0 დავით ჯიქია (90)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული