დარასელიამ "ტორპედო" წლეულს, იანვარში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 21 საჩემპიონატო (8 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი, ბურთების შეფარდება 27:25) და 5 სათასო (3 მოგება, თითო ფრე და წაგება, ბურთები 8:3) მატჩი გამართა.
"ტორპედომ" სეზონი კარგად დაიწყო. პირველ ტურში დარასელიას გაწვრთნილებმა მარტვილის "მერანი" 4:0 დაამარცხეს. მეხუთე ტურამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, თუ არ ჩავთვლით შინ გორის "დილასთან" წაგებას (0:2).
ყველაფერი ამის შემდეგ აირია - ქუთათურები ჯერ "ცხინვალთან" დამარცხდნენ (1:3) შინ და დარასელიას
მოკლედ, თბილისის "დინამოსთან" გასამართავი "კლასიკოსთვის" (17 ოქტომბერი) "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
"ეროვნულ ჩემპიონატში ქუთაისის "ტორპედოს" ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის გამო ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებულია, გუნდში საკადრო პოლიტიკას გადახედოს.
მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი დარასელია "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მას დროებით 37 წლის მიხეილ აშვეთია შეცვლის, რომელიც ბოლო მომენტამდე "ტორპედოს" 15 წლამდე ჭაბუკებს წვრთნიდა", - ვკითხულობთ კლუბის პრესსამსახურის ცნობაში.
"ტორპედოს" დირექტორატის ცნობით, აშვეთია გარდამავალი ფიგურა იქნება. საქმე ისაა, რომ ქუთაისელთა მესვეურებს გუნდში გამოცდილი უცხოელი სპეციალისტის მიწვევა სურთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"