ქუთაისის "ტორპედოს" ჯერ მიხეილ აშვეთია გაწვრთნის, შემდეგ - გამოცდილი უცხოელი

AutoSharing Option
გიორგი დარასელიას გადადგომის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" ახალ მთავარ მწვრთნელს ელის.

დარასელიამ "ტორპედო" წლეულს, იანვარში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 21 საჩემპიონატო (8 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი, ბურთების შეფარდება 27:25) და 5 სათასო (3 მოგება, თითო ფრე და წაგება, ბურთები 8:3) მატჩი გამართა.

"ტორპედომ" სეზონი კარგად დაიწყო. პირველ ტურში დარასელიას გაწვრთნილებმა მარტვილის "მერანი" 4:0 დაამარცხეს. მეხუთე ტურამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, თუ არ ჩავთვლით შინ გორის "დილასთან" წაგებას (0:2).

ყველაფერი ამის შემდეგ აირია - ქუთათურები ჯერ "ცხინვალთან" დამარცხდნენ (1:3) შინ და დარასელიას
სიტუაციის გამოსასწორებლად ორი მატჩი მისცეს, მაგრამ ბოლო ტურში "ტორპედო" სტუმრად 0:3 დამარცხდა "ჩიხურასთან" და ქუთაისური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური დარჩა.

მოკლედ, თბილისის "დინამოსთან" გასამართავი "კლასიკოსთვის" (17 ოქტომბერი) "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

"ეროვნულ ჩემპიონატში ქუთაისის "ტორპედოს" ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის გამო ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებულია, გუნდში საკადრო პოლიტიკას გადახედოს.

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი დარასელია "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მას დროებით 37 წლის მიხეილ აშვეთია შეცვლის, რომელიც ბოლო მომენტამდე "ტორპედოს" 15 წლამდე ჭაბუკებს წვრთნიდა", - ვკითხულობთ კლუბის პრესსამსახურის ცნობაში.

"ტორპედოს" დირექტორატის ცნობით, აშვეთია გარდამავალი ფიგურა იქნება. საქმე ისაა, რომ ქუთაისელთა მესვეურებს გუნდში გამოცდილი უცხოელი სპეციალისტის მიწვევა სურთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ავტორის საყურადღებოდ - გადადგომასა და გადაყენებას შორის სხვაობა რომაა, დავიჯერო არ იცი? კაცი მისი ნებით არ წასულა და გადაყენებას თუ არ დაწერ, ზრდილობისთვის, გაუშვეს მაინც უნდა გაიმეტო.
კლიმენტი
12:06 06-10-2015
0
ლოგიკა გვეუბნება: ჯერ ადით რაღაც დონეზე, და მერე მოიწვიეთ ვინმე უცხოელი მაღალი მიზნებისთვის. დავიჯერო ქართველი მწვრთნელის დონე არ შეეფერება ტორპედოს ამ ეტაპზე?? თუ უცხოელს რომ უფრო მეტი მაყუთი შეტენოთ, და იქედან ატკატებით გინდათ იბაირამოთ???
გიო
10:26 06-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული