"ვიტ ჯორჯიამ" შეკრება მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" გერმანული რეგიონალლიგის ბინადარ "ჰალეშერთან" ითამაშა და 0:2 დამარცხდა. შეგახსენებთ, ამ გუნდების მატჩი გუშინწინ უნდა გამართულიყო, მაგრამ ავდრის გამო ერთი დღით გადაიდო.

გერმანელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს - ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს, რასაც ქართველთა გააქტიურება მოჰყვა. "ვიტ ჯორჯიამ" პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. ბექა ზაქრაძის პასის შემდეგ ბესიკ ჩიმაკაძემ შვიდიოდე მეტრიდან თავური ააცილა.

"ვიტ ჯორჯია" უშანსოდ არც შეხვედრის მეორე ნახევარში ყოფილა. რევაზ ღანიაშვილის დარტყმა მიზანს ოდნავ ასცდა. 81-ე წუთზე ჰალეშერელებმა თბილისელთა დაცვის უხეში შეცდომით
ისარგებლეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა გუშინ ამ შემადგენლობით ითამაშა: მიქაბერიძე (46. ძაძამია) - ხურცილავა (46. გურამ გურეშიძე), ადამაძე (46. გოგიაშვილი), კასრაძე, ჭანკვეტაძე (46. ღანიაშვილი) - ვასაძე (46. გიორგი გურეშიძე), მაისაშვილი - ბეჭვაია, ჯანელიძე (80. ქავთარაძე), ზაქრაძე (46. კორიფაძე) - ჩიმაკაძე (46. როსტიაშვილი).

ეს ამ შეკრებაზე "ვეტერინართა" პირველი სპარინგი იყო. მომდევნო საკონტროლო მატჩს "ვიტ ჯორჯია" ზერბაიჯანულ "აფშერონთან" ხვალ ჩაატარებს.





.






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული