"ზესტაფონი" "კამპ ნოუს" ესტუმრა

AutoSharing Option
"ზესტაფონი" უკვე ესპანეთშია, სადაც სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადების მთავარ ეტაპს შეუდგა. საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერებმა ქალაქ ესტეპონამდე საკმაოდ გრძელი გზა გაიარეს - თბილისიდან ჯერ მიუნხენში ჩაფრინდნენ, ხოლო შემდეგ ბარსელონის გავლით მალაგაში გადაფრინდნენ, საიდანაც დანიშნულების ადგილზე ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავიდნენ.

ბარსელონაში "ზესტაფონის" წევრებს ექვსსაათიანი "ფანჯარა" ჰქონდათ და დრო უქმად არ დაუკარგავთ - ულამაზესი ქალაქიც მოინახულეს და განუმეორებელ "კამპ ნოუსაც" ეწვივნენ.

ესტეპონაში ქართველები სასტუმრო "ესტეპონა პალასში" დაბინავდნენ. იქვე არიან შვეიცარიული "სიონი" და მიმდინარე ევროპის ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა - პოლონური "ლეხი".
"ზესტაფონმა" პირველი ესპანური ვარჯიში გუშინ ჩაატარა.

შეგახსენებთ, ფეროელები პირენეებზე 24 ფეხბურთელით გაემგზავრნენ, რომელთა შორისაა გუნდის ხორვატი ახალწვეული გორან გრუიცა.

2-8 თებერვალს "ზესტაფონი" "მარბელას თასზე" იასპარეზებს და პოტენციურ მეტოქეებად ისეთი ძლიერი კლუბები ეყოლება, როგორებიც სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი", კიევის "დინამო", დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" და პრაღის "სპარტა" არიან.




.





.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული