ბარსელონაში "ზესტაფონის" წევრებს ექვსსაათიანი "ფანჯარა" ჰქონდათ და დრო უქმად არ დაუკარგავთ - ულამაზესი ქალაქიც მოინახულეს და განუმეორებელ "კამპ ნოუსაც" ეწვივნენ.
ესტეპონაში ქართველები სასტუმრო "ესტეპონა პალასში" დაბინავდნენ. იქვე არიან შვეიცარიული "სიონი" და მიმდინარე ევროპის ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა - პოლონური "ლეხი".
შეგახსენებთ, ფეროელები პირენეებზე 24 ფეხბურთელით გაემგზავრნენ, რომელთა შორისაა გუნდის ხორვატი ახალწვეული გორან გრუიცა.
2-8 თებერვალს "ზესტაფონი" "მარბელას თასზე" იასპარეზებს და პოტენციურ მეტოქეებად ისეთი ძლიერი კლუბები ეყოლება, როგორებიც სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი", კიევის "დინამო", დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" და პრაღის "სპარტა" არიან.
.
.