ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "ტორპედომ" და ქუთაისის მერიამ კლუბში დასაქმებული ადამიანების ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადეს.

გამოცემამ ოფიციალური წერილით მიმართა ქუთაისის მერიას, რომლის ბალანსზეც იმყოფება საფეხბურთო კლუბი და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომელიც კლუბში დასაქმებული ადამიანების ვინაობას, მათ სამუშაო ადგილებსა და თანამდებობრივ სარგოს ეხებოდა.

ქუთაისელი გულშემატკივრისგან ხშირად ისმის, რომ კლუბში ნებისმიერ პოზიციაზე ქალაქის მერის და მისი მოადგილის სამეგობროა დასაქმებული. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი სწორედ საზოგადოების ეს მაღალი ინტერესი გახდა.

"დანართის სახით გეგზავნებათ შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედოს" საშტატო ნუსხა დამტკიცებული საშტატო ერთეულებისა და თანამდებობრივი სარგოს
მითითებით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე (გარდა აღმასრულებელი დირექტორისა) დასაქმებულ პირთა ვინაობის ამსახველი ინფორმაცია.

აქვე, დირექტორის პოზიციას იკავებდა დავით ფრუიძე, ხოლო ივლისიდან დღემდე, კლუბის აღმასრულებელი დირექტორია ზურაბ ჩაკვეტაძე", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის 42-ე მუხლი ცალსახად განმარტავს, რომ ინფორმაცია, რომელიც ქუთაისის მერიამ და კლუბმა არ მოგვაწოდეს, მისი გასაიდუმლოება დაუშვებელია.

მუხლი 42. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია

"ყველას აქვს უფლება იცოდეს:
გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე, გადაწყვეტილებათა მიღების წესი;
დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;
ვ) არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;
ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე, სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომლებშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;
თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე, საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;
ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;
კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე, მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;
ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ, გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;
მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია;
ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს".

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლში გარკვევით წერია, რომ პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, რაც კლუბის შემთხვევაში არ მომხდარა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კი ინფორმაციის გასაიდუმლოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტს სცნობს: პირადი საიდუმლოება, კომერციული საიდუმლოება, პროფესიული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება.

ქუთაისის მერიის და კლუბის მხრიდან ამ ინფორმაციაზე უარის თქმა კანონით დასაბუთებული არ ყოფილა, ამიტომ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის მერს, შოთა მურღულიასა და ვიცე-მერ ნოდარ მიქიაშვილს გუნდში საკუთარი ახლობლები, მეგობრები და კლასელები ჰყავთ დასაქმებული, ეს პასუხი კიდევ უფრო აღრმავებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი ზურა ჩაკვეტაძე და მისი მოადგილე შალვა (დევი) ასათიანი მურღულიასა და მიქიაშვილის ახლო მეგობრები არიან. ვიცე-მერი მიქიაშვილი კი ასათიანის მეჯვარეა.

"ტორპედოს" საიტის ადმინისტრატორი და პრესსამსახურის წარმომადგენელი შიო აფრიდონიძე მურღულიამ და მიქიაშვილმა გამოუგზავნეს კლუბს.

ქუთაისის მერმა კლუბში კიდევ ორი "ახალი" კადრი, პაპუნა მელაძე (სელექციონერი) და კახა აბზიანიძე (გუნდის უფროსი) დაამატა, რომლებიც "ტორპედოში" ათი წლის წინაც მუშაობდნენ. კახა აბზიანიძე შოთა მურღულიას მეუღლის ახლობელია. ინფორმაციისთვის, ათი წლის წინ, როდესაც "ტორპედო" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, გუნდში ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, ჩაკვეტაძე, მელაძე და აბზიანიძე ერთად მუშაობდნენ.

ახლა, 9 ტურის შემდეგ, იმერულ გუნდს 9 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება...

Sportall.Ge
Sportall.Ge

Sportall.Ge

მაგდა კლდიაშვილი სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 38 /
იმედია ამ წერილით მივხები ვინ ვარ. და იმედი მაქვს შენტან საკონტაქტოსაც გამოვნახავ. მე არც ტორპედოს ვეხები ამ ეტაპზე და არც მის დღევანდელ პოლიტიკას, შენ უნდა დაასაბუთო "აუცილებლად" შენი სიტყვები რომ გოგა პაპიაშვილს გინდაც 1 ლარი აქვს შეჭმული ტორპედოს ან ვისოლის ფული. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, ნუ ცოდავთ იმას რაც არ იცით ეს მცირე მეგობრული დარიგება. საცოდაობაა და გულის ამრევი თქვენი კომენტარი რომელშიც თვითონ არ იცით რა დაწერეთ
ალექსანდრე - ს
04 ნოემბერი 2015 14:21
0
საერთოდ, ვერიდები ხოლმე მსგავს კომენტარებზე პასუხის გაცემას, მაგრამ, რადგან ტორპედოს ხელმძღვანელობად წოდებულებმაც რაღაც პასუხი დაწერეს და აქაც კითხვები აქვთ, აუცილებლად დავწერ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს.

დავიწყებ ბოლნისის სიონით - თუ ვინმეს აინტერესებს ამ გუნდის ბიუჯეტი, ხარჯთაღრიცხვა, შეუძლია მიმართოს ისეთივე სახის განცხადებით, როგორითაც მე მივმართე რიგ მუნიციპალურ გუნდებს. აქამდე, მსგავსი განცხადება სიონს არ მიუღია, შესაბამისად, სხვაზე ხელის გაშვერით, საკუთარ ნამუსს ვერ მოიწმენდთ.

2. ბიუჯეტის გადახარჯვა კანონით დასჯადია. თუკი მერიამ მილიონ რვაასი ათასი მოგცათ მანამდე, ეს უნდა გეკმარათ მთელს წელზე, დამატებით 400 ათასი ლარის მოცემა, აყენებს როგორც თქვენს პასუხისმგებლობას, ასევე მერისა და მისი მოადგილისა, რომელიც დევი ასათიანის მეჯვარეა, დანარჩენები ძმაკაცები ხართ ყველანი.
3. მე გამოვითხოვე თანამშრომელთა სია, კონკრეტული გვარებითა და სახელებით, რაც გუნდმა დამალა, იმიტომ, რომ ყველა ქუთაისელმა იცის, ვინაა მერის ძმაკაცი, ვინ მისი მოადგილის და ვინ ჩაკვეტაძე-ასათიანის.
4. საიტის ადმინისტრატორად რომ ოროსანი გყავთ გაფორმებული, ეს უკვე ბევრისთვის თვალსაჩინო გარემოებაა. ისიც კი ვერ გაგირკვევიათ, სად მასპინძლები ხართ და სად სტუმრები.
5. ჭამაში, ამ დრომდე, უკვე დახარჯეთ 145 ლარი, თქვენ არ მომაწოდეთ ინფორმაცია იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც ტენდერების ჩაშლის შემდეგ პირდაპირი წესით გააფორმეთ, განა ამიტომ არ ჩაშალეთ ეს ტენდერები?
6. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელმაც 7 000 ლარი იოგურტებისთვის გამოყო, 43 ათასი ლარი ხორცისთვის და 18 600ლარი რძის პროდუქტებისთვის, რამდნეიმე დღეში კი ისევ გამოაცხადეთ მსხვილი ტენდერები იგივე პროდუქტებზე და რამდენჯერმე ჩააშალეთ. ტენერი, რომელიც ორჯერ მაინც ჩაიშლება, გამომცხადებელს აქვს უფლება პირდაპირ დადოს ხელშეკრულება. ესეც იმის ნათელი მაგალითი, რომ ატკატები მოგდიოდათ ასეთი ხელშეკრულებებიდან.
7. მე მოვითხოვე დამატებითი შემოსავლები და მათი ხარჯთაღირცხვა, სად მიგქონდათ, რაშიც მხოლოდ შემოსავლები მივიღე - 116 ათასი ლარი სტადიონის იჯარიდან, მათ შორის ერთი 73 ათასი ლარი და პლიუს სადღც 20 ათასი ლარი +- სად წაიღეთ ეს ფული? რატომ არ მომწერეთ? სტადიონზე რა დახარჯეთ?
8. წამლებში რომ 10 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადეთ, სად გაქვთ ეს წამლები, ან ამ ტენდერზე რატომ არ მომწერეთ, ან რა შეიძინეთ დასახელელები იმ წამლების, თქვენი ფეხბურთელები იძახიან, ექიმი ნახშირის მეტს არაფერს გვასმევსო და კი არ მიკვირს, ამდენს რომ ჭამთ, მონელებაც გჭირდებათ.
9. რატომ დამალეთ ევროპაბეთიდან მიღებული შემოსავალი?
10. ზურა ჩაკვეტაძემ იმის გამო, რომ ფანებს პრეტენზია გაუჩნდათ გაზრდილ ხელფასებზე, წავიდა და ქუთაისის პირველ განყოფილებაში მათ წინააღმდეგ საჩივარი დაწერა და ასეთი კაცი გუნდის დირექტორი უნდა იყოს?
11. ახალი ფანკლუბის ჩამოყალიბება იმ ხალხით, ვინც მის წინააღმდეგ არ იყვირებდა, აი, ესეც აშკარად ტაშისდასაკვრელია, მე ღიმილს მგვრის.
12. რაც შეეხება აბზიანიძე -მელაძეს, დინამოსთან თამაშზე ორივე მათგანი სათადარიგოს სკამის გვერდით იდგა, თამაშის მიმდინარეობისას ხაზს ვუსვამ, რომლის ფოტოებიც მაქვს. დებულების მიხედვით, იქ ყოფნა შეუძლიათ პირებს, რომლებიც მითითებულია დებულებით და აქვთ კონტრაქტი კლუბთან - მაშ დაგირღვევიათ დებულება და ამისთვის სანქციას იმსახურებთ.
13. რაც შეეხება რამაზ ჩხიკვაძეს, მხოლოდ გამარჯობით ვიცნობ და ის ერთადერთია ახლა თქვენს გუნდში, რომელიც თქვენს შაიკაში არ მოიაზრება და არ მიკვირს, რატომ ცდილობთ მის მოშორებას გუნდიდან.
14. თქვემ დაბარეთ ფანები და უთხარით, რომ მერია და თქვენ მხარს არველაძეს უჭერდით და თავი დაენებებინათ კობიაშვილისთვის, თქვენ ასევე გინდოდათ ჩხიკვაძე ჩაგეხსნათ დელეგატობიდან, რომ ხმა კობიაშვილს არ მიეღო, რაც ვერ გამოგივიდათ და ეს წმინდად ჩხიკვაძის დამსახურებაა. თქვენ არ გაწყობდათ კობიაშვილი, რომელიციძახდა, რომ მუნიციპალიტეტების ფულებს ჩვენ გავაკონტროლებთო და თქვენ გეცლებოდათ კარგი შემოსავალი, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტს პარავდით.
არ მითხრათ ახლა, რომ მურთაზ ხურცილავასა და რეზიკო არველაძესაც არ შეხვედრიხართ ჩუმად :)))

პ.ს. თქვენ ბინძური კამპანია ვინ უნდა აგიგოროთ, იმაზე მეტ სიბინძურეს ვერავინ აგიგორებთ, ვიდრე თავად აკეთებთ მაგ გუნდში, რომელსაც ტოპედო ჰქვია!
Magda
03 ნოემბერი 2015 13:24
0
კოლას დაუძახეთ ისიც უმუშევარია
Gogita
01 ნოემბერი 2015 13:47
0
ვნახე მაგრამ დარღვევა არ ვიცი რა არი.ეს სპეციალისტები მინიმალურია რაც ჭირდება ამხელა სტდიონს და ბაზას.სხვა საქმეა რამდენად სპეციალისტები არიან და ტავის საქმეს აკეტებენ
dato
01 ნოემბერი 2015 08:55
0
მაგდა კლდიაშვილს ურცევნია ბოლისელებს მიაწოდოს სიონის ხარჯთაღრიცხვა რომელსაც ბოლნისელებია ითხოვენ და წლებია ვერ ირებენ, ბურდულს მიწეროს სიონში და სიონის შტატები და ხელფასები გაასაჯაროვოს რომელსაც მალავენ, სპორტალ გეს კიდევ ცალმხრივად რომ აშუქებთ ტორპედოზე, ბოლნისზე გაგეშუქებინათ სიონმა შტატების რაოდენობა საერთოდ რომ დაუმალა გულშემატკივრებს.
torpedo 2015
31 ოქტომბერი 2015 19:03
0
ზურია ჩაკვეტაძე გიცანით გიცანით ))) ძველი ბიჭეის დრო უნდა დამთავრდეს ტორპედოში . ............ და გუნდს მიხედეთ თორე ფულოს ჭამას არავნ შეგარჩეთ ! დევი სირაძემ რა იცის ფეხურთის ან რა გაეგება? ნეპოტიზმი ყვავის ტორპედოში
chakve
31 ოქტომბერი 2015 15:47
0
ნაციონალების ინტრიგებს ჰგავს ეს ყოველივე,მადლობა ქალაქის ხელმძღვანელობა იმისთვის რომ გუნდ გვერდში დაუდგა,დიახ მისთVის სანდო კადრები უნდა მიიყვანოს,ფაქტია რომამ ბოლოს არეული იყოყველაფერი და დალაგება უნდოდა..ხოლოგუნდის შექმნას დრო უნდა.ყველაფერს მომავალისეზონი გვიჩვენებს.
saba
31 ოქტომბერი 2015 15:33
0
გუნდის აშენება ადვილიპროცესი არ არის,ბოლო წელიწადნახევარია გუნდი დატოვა 45 ფეხბურთელმა,ძოძუაშვილის და დარასელიას ხელში კიდევ კარგად დავრჩით.დიახ ზოგიერთებსარ აწყობთ ახალი მწვრთნელი სიახლე..გუნდის აწყობას ორისამი წელი უნდა,მცოდნე გაიგებსდაბალი დონის მყვირალა ვერასოდეს.მე მჯერა გუნდის წარმატების,მთავარია კარგი ბიუჯეტიგამოეყოს მომავალი წლიდან.მინიმუმორმილიონ ნახევარი.ესეც ცოტაა,ასეთ ხელფასს თვეში ღებულობს ევროპელი ფეხბურთელი,მაგრამ იმედი გვაქვს მცირედითაც რაღაც წარმატებას მივაღწევთ.
levani
31 ოქტომბერი 2015 15:20
0
რატო არ გრცხვენიათ? რა შეიცვალა უკეთესობისენ გითხარით გულშემატკივარს ! კობი დაგვეხმარე მოგვაშორე ეს ხალხი!
shako
31 ოქტომბერი 2015 14:40
0
პირველ რიგში ის მიხარია, რომ ტორბედოს გულალალი ჭირისუფლები ყავს (კომენტარებიდან ჩანს), მაგრამ ამ კომენტარებიდან ისიც ჩანს, რომ ჩხიკაძე ზედმეტად აქტიურობს სხვადასხვა სახელით. მე მახსოვს მისი შაშიაშვილის დაპელნიკობა.
ჩვენებური
31 ოქტომბერი 2015 14:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული