ქუთაისის "ტორპედო" Sportall.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" Sportall.ge-ზე 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიას ოფიციალურ საიტზე გამოეხმაურა.

სტატია ქუთაისის მერიისგან დაფინანსებულ კლუბში დასაქმებულ პირებსა და მათ ანაზღაურებას შეეხებოდა.

"ტორპედოს" ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებას ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო სამი თვეა გრძელდება ბინძური საინფორმაცია კამპანია საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მიმართ. აღნიშნულ პერიოდს შემთხვევით არ ვახსენებთ. ეს ის პერიოდია, როცა ქალაქის ხელმძღვანელობამ კლუბის ადმინისტრაციაში მოიყვანა ის კადრი, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარუმატებლად მოღვაწე კლუბი კრიზისიდან
გამოიყვანოს.

ეს მცირე პერიოდია, თუმცა ამ დროში მოხდა ბევრი სასიკეთო ცვლილება. პირველ რიგში, აღდგა ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, რომელიც აღარ ფუნქციობდა. ეტაპობრივად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ბაზასა და სტადიონზე. ჯერ კიდევ მიმდინარეობს საკადრო რეორგანიზაცია. მოწვეულ იქნა გამოცდილი მთავარი მწვრთნელი, შეიცვალა კლუბის ატრიბუტიკა და ბევრი სხვა რამ.

ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ კლუბმა მიაღწიოს წარმატებას, რაც ასე უცხოა მისთვის ამ ბოლო წლებში. ამისთვის ქალაქის ხელმძღვანელობა არ იშურებს ძალისხმევას, მაგრამ მავანი თავისი ვიწრო პირადული ინტერესებიდან გამომდინარე, კლუბის ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, დანაშაულად წარმოაჩენს. ამისთვის არ ერიდებიან დაკვეთილ მასალებს სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებში. ეს ცილისმწამებლური ინფორმაცია მიმართულია კლუბის იმიჯის შესალახად.

კლუბის ხელმძღვანელობა ოფიციალურად აცხადებს, რომ მუშაობს გამჭვირვალედ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება ნებისმიერი ფორმით მიიღოს ოფიციალური, არგუმენტირებული ინფორმაცია კლუბის საქმიანობის შესახებ.
ხოლო რაც შეხება www.sportall.ge-ზე 31.10.2015 გამოქვეყნებულ მასალას, იგი ღიმილის მომგვრელია, რადგან ზუსტად კლუბის მიერ იყო ის უწყისი მიწოდებული ავტორისთვის, რომლის თითქოსდა არმიწოდების შესახებაა საუბარი სტატიაში.

აღარ შევუდგებით ამ მონაჭორის კომენტირებას, თუმცა გვინდა მაინც დავაზუსტოთ: მოხსენიებული პიროვნებები, მაგალითად, შალვა (დევი) ასათიანი არ იკავებს დირექტორის მოადგილის პოზიციას - მას სულ სხვა პოზიცია უჭირავს.

რაც შეეხება კლუბის დირექტორ ზურაბ ჩაკვეტაძეს, ის კლუბში მართლაც მუშაობდა ადრეულ პერიოდში, ოღონდ იმ დროს, როცა კლუბმა 3-ჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა და 2-ჯერ ეროვნული თასი მოიგო. ამ მომენტს ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ წარმოვაჩინოთ სტატიის მიკერძოებული შინაარსი, რომელიც მიზნად ისახავდა ცილისწამებას და ინფორმაციის დამახინჯებას და ზემო აღნიშნული პიროვნებების დისკრედიტაციას.

ამის ერთი მაგალითია ასევე სტატიაში მოყვანილი პიროვნება კახაბერ აბზიანიძე, რომელიც არც ახლა და არც ადრე კლუბში არ მუშაობდა. ასევე პაპუნა მელაძე, რომელიც არა სელექციონერად, არამედ გუნდის უფროსადაა დანიშნული.
ბევრ ამ უზუსტობას ხაზს ვუსვამთ იმ მიზნით, რომ მკითხველისთვის ნათელი იყოს სტატიის შინაარსის დანიშნულება, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: ის, რაც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ.

ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ სამწუხაროა, როცა საქართველოში მოღვაწეობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ადგილი დაიმკვიდრონ ჟურნალისტიკაში თუ ზოგადად ქვეყანასა თუ ქალაქში, ინტრიგანობით, ათასგვარი მაქინაციებით და არა საქმითა და ადამიანობით. ჩვენ ვუსამძიმრებთ ასეთ ხალხს, ხოლო "ტორპედოს" ვუსურვებთ წინსვლას და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ კლუბის არც ერთი თანამშრომელი გუნდის წარმატების მისაღწევად".
მკითხველის კომენტარები / 6 /
გააუქმეთ ჩვენი თამაში. რამხელა ფული მიდის გონზე მოდით.
მიმართვა საქ. ფეხბურთის ფედერაციას
22:25 01-11-2015
0
,,ფიცი მწამს,ბოლო–მაკვირვებსო,,–მერე მიაწოდეთ სრული ბიუჯეტი!
ზაზა
11:36 01-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული