ს.კ. "ზუგდიდი" ბესიკ შეროზიას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" არ ადასტურებს sportall.ge-ზე გავრცელებულ ინფორმაციას, "ზუგდიდი"-"სიონის" მატჩის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის ბესიკ შეროზიას და სამწვრთნელო შტაბის გათავისუფლების შესახებ.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ს.კ. "ზუგდიდის" ხელმძღვანელობას მატჩის შემდეგ ამ თემაზე საუბარი არ ჰქონია და ბესიკ შეროზიას გუნდიდან წასვლაზე განცხადება არ გაკეთებულა.

აქედან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობის ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე, ბესიკ შეროზია ს.კ."ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რჩება.

წყარო: fczugdidi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული