ვიდრე, "ზამთრის ჩემპიონი" გამოვლენილა, ამ დარჩენილ ოთხივე ტურში, სულ მცირე, თითო ისეთი მატჩია, სატურნირო თვალსაზრისით გარკვეულ ინტერესს რომ იწვევს.
ჰო, სამწუხაროდ, მხოლოდ, სატურნირო ინტერესზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თორემ უმაღლესი ლიგის მატჩების თითქმის 90 პროცენტი, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ რომ ტარდება, ამას უკვე დიდი ხანია მიჩვეული ვართ.
21.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 17:00
ტორპედო-შუქურა
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩალაძე, არჩილ ბაჯელიძე (ორივე - შუქურა)
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 6-7
ბოლო 6 მატჩში 1 მოგება, 1 ფრე და 4 წაგება - ასეთია "ტორპედოს" ბოლოდროინდელი "მონაგარი". ალბათ, დროა, დიდი ამბიციის მქონე გუნდის წარუმატებლობათა სერია უნდა დასრულდეს. მით უფრო, რომ ქუთათურები ამ სეზონში არც ფინანსებზე უნდა წუწუნებდნენ და აღარაფერს ვამბობთ ფეხბურთელებზე - "ტორპედოს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, სეზონის დაწყების წინ ერთ-ერთ ფავორიტადაც მოვიაზრებდით. ტორპედო-შუქურა
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩალაძე, არჩილ ბაჯელიძე (ორივე - შუქურა)
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 6-7
აი, "შუქურას" ასპარეზობა კი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ სასიამოვნო მოულოდნელობად უნდა შეფასდეს და ისიც ფაქტია, რომ თეიმურაზ შალამბერიძის მისვლის შემდეგ ქობულეთელთა გუნდს უკვე სერიოზული ამბიციაც გაუჩნდა.
21.11. ივანწმინდა. 14:00
ჩიხურა-გურია
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =1 -2, 14-9
თითქმის თვე-ნახევარია, "ჩიხურას" საშინაო მატჩი არ მოუგია და გამოცდილი სპეციალისტ სოსო ფრუიძის დამოძღვრილი გუნდი ამ უსიამოვნო სერიის დასრულებას, ალბათ, ამ ტურში შეეცდება. მით უმეტეს, რომ "ჩიხურას" მშვენიერი განწყობა წინა ტურიდან ექნება გადმოყოლილი: სტუმრად მოუგო მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს "სამტრედიას". ჩიხურა-გურია
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =1 -2, 14-9
განწყობის თემა გავაგრძელოთ და "გურიაზეც" ვთქვათ: ლანჩხუთელებმა ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა აიღეს და სახიფათო ზონის სიახლოვეშიც იმყოფებიან.
21.11. თბილისი. დინამო არენა. 16:00
დინამო (თბ)-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: გიორგი მჭედლიშვილი (სამტრედია)
ურთიერთშეხვედრები
31: +24 =3 -4, 76-17
ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ტურის, უდავოდ, გამორჩეულმა შეხვედრამ ცარიელი ტრიბუნების წინ არ ჩაიაროს! დავანებოთ იმას თავი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში (კერძოდ, 1994-95 წლებში) ამ გუნდების დაპირისპირებები უაღრესად პრინციპულ ხასიათს ატარებდა: "დინამოც" და "სამტრედიაც" ამ სეზონში ჩემპიონატის ფავორიტებად მიიჩნევიან და ამ სტატუსს ჯერჯერობით ორივე ამართლებს. დინამო (თბ)-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: გიორგი მჭედლიშვილი (სამტრედია)
ურთიერთშეხვედრები
31: +24 =3 -4, 76-17
ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდის მწვრთნელი, გია გეგუჩაძე ("დინამო") და გია ცეცაძე ("სამტრედია") ძირითად აქცენტს შეტევაზე აკეთებს და შაბათის მატჩშიც ნაკლებად სავარაუდოა, ჩაკეტილი თამაში ვიხილოთ.
5-თამაშიანი წარმატებული სერიის წყალობით "დინამო" კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატში, "სამტრედია" კი ზედიზედ 2 წაგებით პირველ სამეულს ჩამოშორდა...
21.11. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00
დინამო (ბთ)-საპოვნელა
დისკვალიფიკაცია: ბექა ვარშანიძე (დინამო ბთ)
ურთიერთშეხვედრები
2: +2 =0 -0, 8-2
ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე ხვდებიან და როგორც 1994/95 წლების სეზონში, ამ წყვილის ფავორიტად ახლაც ბათუმის "დინამო" უნდა მივიჩნიოთ. დინამო (ბთ)-საპოვნელა
დისკვალიფიკაცია: ბექა ვარშანიძე (დინამო ბთ)
ურთიერთშეხვედრები
2: +2 =0 -0, 8-2
თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგაში ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე უპრობლემო გუნდია, სეზონის დაწყების წინ რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც განახორციელეს აჭარლებმა, მაგრამ ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიმრავლემაც აშკარად ნეგატიურად იმოქმედა.
თუმცა, გამოცდილი მწვრთნელის შოთა ჭეიშვილის შეგირდებს საკმარისი პოტენციალი რომ გააჩნიათ, წინა ტურშიც გამოჩნდა: აშკარად ექპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე "დინამომ" სტუმრად გაიმარჯვა აჭარულ დერბიში.
21.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 14:00
დილა-ლოკომოტივი
დისკვალიფიკაცია: უჩა სოსიაშვილი (დილა, მთავარი მწვრთნელი) - გიორგი თექთურმანიძე (ლოკომოტივი)
ურთიერთშეხვედრები
22: +1 =7 -15, 8-34
შვიდწლიანი პაუზის მერე ეს გუნდები კვლავაც უმაღლეს ლიგაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და მასპინძლებს, სატურნირო მოტივაციის გარდა, უსიამოვნო ტრადიციის დარღვევაზე ფიქრიც მოუწევთ: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ ორჯერ ჰყავთ "ლოკომოტივი" დამარცხებული (უკანასკნელად - 2003/04 წლების სეზონში). დილა-ლოკომოტივი
დისკვალიფიკაცია: უჩა სოსიაშვილი (დილა, მთავარი მწვრთნელი) - გიორგი თექთურმანიძე (ლოკომოტივი)
ურთიერთშეხვედრები
22: +1 =7 -15, 8-34
სატურნირო მოტივაცია კი შემთხვევით არ გვიხსენებია: მოქმედმა ჩემპიონმა განვლილ თერთმეტ ტურში უკვე ორი მატჩი წააგო (თანაც, ამ ორ შეხვედრაში 8 გოლი გაუშვა), პლუს ამას დავუმატოთ მთავარი მწვრთნელის დისკვალიფიკაცია და "დილაში" არსებული არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა.
"ლოკომოტივი" კი, პირიქით, მართლაც მშვენიერ ფორმაშია და ესპანელი სპეციალისტის, ჟერარდ სარაგოსას დაბრუნების შემდეგ ზედიზედ სამი მატჩის მოგებაც ამას მოწმობს.
ამ შეხვედრას კიდევ ერთი ინტრიგა აქვს: საინტერესოა, შეძლებს თუ არა ზედიზედ მეხუთე მატჩში გოლის გატანას ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ოთარ მარცვალაძე?
21.11. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 14:00
კოლხეთი-მერანი
დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია (კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები:
10: +5 =1 -4, 13-10
ვიდრე ჩემპიონატში პაუზა იყო გამოცხადებული, "მერანში" მორიგი საკადრო "წმენდა" მოხდა და ეს ცვლილებები ამჯერად უკვე ფეხბურთელებს შეეხოთ: მარტვილური გუნდიდან 9 მოთამაშე გაუშვეს! კოლხეთი-მერანი
დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია (კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები:
10: +5 =1 -4, 13-10
შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყებიდან "მერანში" უკვე მესამე მთავარი მწვრთნელი მუშაობს, თუმცა გუნდი მაინც გამოკვეთილი აუტსაიდერია.
აი, "კოლხეთში" კი მართლაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა გელა სანაიას: მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობების მქონე გუნდს წარმატებული სერია ჰქონდა და ეს სერია თბილისის "დინამოსთან" მატჩამდე გრძელდებოდა...
22.11. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 14:00
ცხინვალი-სიონი
ურთიერთშეხვედრები
21: +8 =7 -6, 26-27
XII ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი, სადაც ფავორიტის სტატუსს ვერც ერთ გუნდს ვერ მივანიჭებთ: ამ სეზონში "ცხინვალისა" და "სიონის" ასპარეზობას ხომ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული უნდა ვუწოდოთ. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეს ორივე გუნდი განსაკუთრებული თუ სხვებზე ბევრად მეტი დაფინანსებით ნამდვილად არ გამოირჩევა... ცხინვალი-სიონი
ურთიერთშეხვედრები
21: +8 =7 -6, 26-27
მაგრამ ასევე სხვებთან შედარებით, მწირი რესურსის მიუხედავად, კახა კაჭარავას ("ცხინვალი") და ვარლამ კილასონიას ("სიონი") დამოძღვრილი გუნდები აღარც "ავტორიტეტებს" ცნობენ და თავადაც გაუჩნდათ უკვე სრულფასოვანი ამბიცია.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდი ამ ბოლო მატჩებში შედეგიანად ასპარეზობს და, სავარაუდოდ, სანახაობრივ თამაშსაც უნდა ველოდოთ კვირას...
22.11. თბილისი. ბენდელა. 14:00
საბურთალო-ზუგდიდი
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ამ ტურში კიდევ ერთი სამწვრთნელო დებიუტი უნდა შედგეს: "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ მატჩს ჩაატარებს 43 წლის ლევან მიქაძე, რომელიც თავის დროზე საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა გუნდშიც ("ცხუმი", თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი") გამოდიოდა და უცხოეთშიც (პოლონეთი, ლატვია, ბელარუსი, უკრაინა) არაერთი სეზონი გაუტარებია, 90-იან წლებში კი, სამი სეზონის განმავლობაში, ზუგდიდის "ოდიშში" თამაშობდა. საბურთალო-ზუგდიდი
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ვნახოთ, რამდენად წაადგება ეს საკადრო ცვლილება "ზუგდიდს", რომელიც ერთ-ერთი გამოკვეთილი აუტსაიდერია.
მასპინძლებზეც უნდა ვთქვათ და ერთ გარემოებას გავუსვათ ხაზი: "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ახალგაზრულ და 19-წლამდელთა ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი..
ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 7
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"