გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამარჯვება იზეიმა საქართველოს ჩემპიონმა გორის "დილამ", რომელმაც თბილისის "ლოკომოტივის" ძლევით, 28 ქულა მოაგროვა და დროებით სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოს" გაუთანაბრდა.
ასევე მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა ბათუმის "დინამომ", რომელმაც ქობულეთში თერჯოლის "საპოვნელას" უმასპინძლა.
უხვგოლიანი მატჩი გაიმართა ივანწმინდაში, სადაც "ჩიხურამ" ლანჩხუთის "გურია" გაანადგურა - 5:0.
მიმდინარე ჩემპიონატში მეორე მოგებასთან ახლოს იყო მარტვილის "მერანი", რომელიც ფოთის "კოლხეთთან" 89-ე წუთამდე იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში ორი გოლი
თბილისის "დინამო" ტურის მატჩს დღეს მოგვიანებით, "სამტრედიასთან" ჩაატარებს. დღესვე ქუთაისში "ტორპედო" ქობულეთის "შუქურას" მიიღებს, ტური კი კვირას ორი მატჩით დასრულდება.
დილა-ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 ისლამ მაშუკოვი (6).
ჩიხურა-გურია 5:0
გოლები: 1:0 მიხეილ სარდალიშვილი (27), 2:0 თორნიკე მუმლაძე (60), 3:0 მიხეილ სარდალიშვილი (68), 4:0 თორნიკე მუმლაძე (85), 5:0 გიორგი ჭანკოტაძე (89, პენ).
დინამო (ბთ)-საპოვნელა 1:0
გოლი: 1:0 ვაკო თევდორაძე (15).
კოლხეთი-მერანი 2:1
გოლები: 0:1 ვასიკო გოგოლიძე (65), 1:1 ნიკოლოზ სიჭინავა (89), 2:1 ლევან კუხალეიშვილი (90).
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XII ტურის წინ: გავუფრთხილდეთ ინტრიგას!