კახა ჭუმბურიძე "საბურთალოს" გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს

AutoSharing Option
"საბურთალოს" გენერალური დირექტორი, კახა ჭუმბურიძე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობას დატოვებს.

ამის შესახებ ჭუმბურიძემ ჟურნალისტებს, სფფ-ის აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ეროვნული ნაკრებების, ბავშვთა ფეხბურთისა და რეგიონალური ფეხბურთის განვითარების მიმართულებებზე იმუშავებს.

"ჩამოყალიბდა სამუშაო გუნდი. დღევანდელი აღმასკომის სხდომით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან სამუშაო პროცესი იყო. ყველამ თავისი აზრი გამოთქვა, იყო აზრთა სხვადასხვაობა. შევჯერდით გარკვეულ საკითხებზე. რაც გვინდოდა, ზუსტად ის აღმასკომი მივიღეთ.

ჩემს მიმართულებებში შედის ნაკრები გუნდები, ბავშვთა ფეხბურთის და რეგიონალური ფეხბურთს განვითრება, ასევე სამედიცინო დეპარტამენტის
ჩამოყალიბება და მწვრთნელთა გადამზადება.

ვაპირებ, დავწერო განცხადება და დავტოვო "საბურთალოს" გენერალური დირექტორის პოსტი. მიუხედავად ამისა, "საბურთალო" იქნება ჩემს გულში, ჩემს მიერ შექმნილი საფებხურთო კლუბი და სკოლაა", - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.

აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე, ჭუმბურიძესთან ერთად, მეორე ვიცე-პრეზიდენტად, თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ჯგაღკავაც აირჩიეს.

ასევე იხილეთ:
დავით მუჯირი: ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთის გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო

სფფ-ს ახალი ვიცე-პრეზიდენტების ვინაობა ცნობილია
ლანჩხუთის "გურიას" სამი ქულის ჩამოკლება ემუქრება
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები კახას.
ნატალია
10:27 24-11-2015
0

სიახლეები პოპულარული