ზუგდიდური და ერევნული დონე

AutoSharing Option
უსახსრობით გაწამებულმა ზუგდიდის "ბაიამ", რომელმაც წამყვანი ფეხბურთელები ვერ შეინარჩუნა და უმეტესად გამოუცდელი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, სომხეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი, ევროპის ლიგის მონაწილე "ულისი" 3:0 გაანადგურა.

მატჩი ურეკში გაიმართა და მთლიანად ქართველთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 36-ე წუთზე ქობალიამ გახსნა, 62-ე და 81-ე წუთებზე კი თავი ეხვაიამ გამოიჩინა. ისევე როგორც წინა მატჩებში, "ბაიას" თავკაცმა ელგუჯა ქომეთიანმა ერევნელთა წინააღმდეგაც ორი შემადგენლობა ათამაშა.

პირველი ტაიმი: სომხიშვილი - სვირავა, აქუბარდია, რ. ონიანი, გამრეკლიძე - ვართაგავა, რიგვავა, ლომია, სიხარულია, წურწუმია - ქობალია.
მეორე ტაიმი: მაქაცარია - გ. ქირია,
გუჯეჯიანი, მამულია, კუხალაშვილი - ნ. შონია, ეხვაია, სვირავა, დანილო - ჩანგელია, კუკავა.

ქომეთიანმა თავის გამოჩენის შანსი კვლავ მისცა ბრაზილიელ დანილოს, მაგრამ მისი თამაშით აღფრთოვანებული არც ამჯერად დარჩენილა და, სავარაუდოდ, მეტ შანსს აღარ მისცემს. რაც შეეხება სინჯებზე მყოფ ორ თბილისელს, ილია გამრეკლიძესა და გიორგი კუხალაშვილს, "ბაიას" სამწვრთნელო შტაბი მათ კიდევ დააკვირდება.

უზბეკეთში სინჯებზე მყოფი გიორგი კვესეიშვილის თაობაზე "ბაია" კვლავ პასუხს ელის. 1 თებერვალს ზუგდიდელები ლანჩხუთის "გურიას" შეხვდებიან.




.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული