ობამაზე ასჯერ დიდი ხელფასი აქვს მესის - რევაზ ჩელებაძე Sportall.ge-ს სტატიაზე

AutoSharing Option
Ssportall.ge ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტს, რევაზ ჩელებაძეს დაუკავშირდა და საიტზე გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, სადაც კლუბის ფინანსურ მდგომარეობასა და ფეხბურთელთა ხელფასებზე იყო საუბარი, კომენტარი სთხოვა.

ჩელებაძის განცხადებით, ფეხბურთელებისთვის ხელფასების დანიშვნა მათი კლასიდან გამომდინარე ხდება და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, გუნდი მუნიციპალური დაფინანსებისაა თუ კერძო.

რაც შეეხება "შუქურას" ფეხბურთელის, თორნიკე თარხნიშვილის მაღალ ხელფასს, ჩელებაძის თქმით, ის მისი გუნდის ლიდერია.

- ჯერ ერთი, არცერთმა ფეხბურთელმა არ იცოდა, სანამ თქვენ არ ჩაერეოდით, ვის რამდენი ხელფასი აქვს გუნდში. ჩვენზე
ბევრად მეტი ხელფასებია სხვა გუნდებში.

თორნიკე ხელფასს 4 500 ლარს იღებს. რით დაიმსახურა ეს თანხა? ის საჭირო ფეხბურთელია - გუნდის საყრდენი. მოვილაპარაკეთ, ოღონდ ჩვენთან ჩამოსულიყო და მივცემდით ამ ხელფასს. ჩამოვიდა და ღებულობს.

ფეხბურთელის ხელფასის ოდენობა მისი კლასის შესაბამისად განისაზღვრება და შეიძლება უფრო მეტის გადახდაც დაგვჭირდეს. წესია, როდესაც ფეხბურთელი მოგყავს გუნდში, წინასწარ უთანხმდები მას, რაში გჭირდება, რა თანხაზე მოვა სათამაშოდ. მე ჰაერივით მჭირდებოდა ეს მოთამაშე. მას თავისი პირობა ჰქონდა და რადგან მჭირდებოდა, გადავწყვიტე, ეს ხელფასი დაგვენიშნა მისთვის.

ობამას რომ ხელფასი აქვს, იმაზე ასჯერ მეტი აქვს მესის... 

- მაგრამ მესი კერძო კლუბში იღებს ამ ხელფასს...
- საიდანაც არ უნდა იღებდეს, ყველა ფეხბურთელი ასეა. ჩვენ შეგვიძლია საერთოდ არ გვქონდეს ფეხბურთი, გვყავდეს ბავშვები, ვიწვალოთ და ვითამაშოთ ასე. საყრდენი ფეხბურთელი რომ გჭირდება და გადასაწყვეტი რომ გაქვს თამაში, უნდა გადაუხადო.

- ანუ თორნიკე თარხნიშვილი თქვენი გუნდის ლიდერია?
- ნამდვილად, ის ერთ-ერთი სერიოზული ლიდერია ჩვენი გუნდის.

- მუნიციპალური დაფინანსების გუნდებთან დაკავშირებით არსებობს ეს შეკითხვები. რატომ აქვთ საბიუჯეტო გუნდების ფეხბურთელებს მინისტრებზე მაღალი ხელფასები?
- ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას ქუთაისის "ტორპედო", გორის "დილა"... გუნდები, რომლებსაც ჩვენზე დიდი ბიუჯეტები აქვთ. უფროსი მწვრთნელები სუფთად ბევრად მეტს ღებულობენ, სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ ახლა, თუ გადახედავთ გუნდებში, ბევრია ასეთი.

მაგდა კლდიაშვილი
სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩელებაძეს ვეთანხმები 100%!!! ...... რა კავშირშია მინისტრი ფეხბურთელთან. ჯერ ერთი მუნიციპალური დაფინანსება კლუბს თუ აქვს, იქ უკვე მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო აღარ წყვიტავს ვინ როგორ ხარჯავს ამ თანხას და თუ ესე აღელვებთ მაშინ შეუწყვიტონ ეს დაფინანსება!!! სახელმწიფო თუ აფინანსებს ესეიგი რომელიღაცა გამგებელმა უნდა განსაზღვროს ვის რამდენი ხელფასი ექნება და ვინ რაში დახარჯავს??? ოოეეე ოოეეე, აბა მაშინ ეს კლუბის მენეჯერები რაღას აკეთებენ? რა საჭიროა კლუბების დირექტორი? ერთის მხრივ ფეხბურთის დახმარება უნდა სახელმწიფოს და მეორეს მხრივ ამდაგვარი ჟურნალისტი გაიჩითება (ვითომ ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული) რომელიც დაწერს რომ ვიღაცას მინისტრზე მეტი ხელფასი აქვს.
ggg
25 ნოემბერი 2015 12:42
0
მოდით რა ვაფშეემც რაა ერთ 20 ლიტრიან ბოცა ლუდზე იყოს თამაში რა, და პახოდუ წაგებულმა თევზი იკისროს რა. ვაა, 2 ლარი ღირს ბილეთი, მაინც არავინ დადის, მე და გრიშკა სტო გრამს ჩავარტყამთ და მივდივართ რა, მდიდრები ვართ?ვართ ზატო ვერთობით. თქვე მამამიფსმულებო, სტადიონზე თქვენ არ დადიხართ, ბილეთს თქვენ არ ყიდულობთ, სახელმწიფო იხდის ხელფას, რატო იხდის, ბევრიაო? აბა სად ტრ...დან გადაუხადოს ფეხბურთელს ხელფასი გუნდმა? მერე გამოდიხართ და რატო ევროპაზე ვერ გავდივართ ილანძღებით საპოჟნიკებივით? ეს მამაცხონებული, მაშინ სამოყვარულო გავხადოთ რა ფეხბურთი, სახელმწიფოც დაისვენებს და ბალეშიკიც რა!
ბირჟის გამმაგრებელი
25 ნოემბერი 2015 12:38
0
მართლაც რა შუაშია მინისტრი და ფეხბურთელის ხელფასები ჩვენი ფეხბურთელები რო ხელფას იღებენ ზოგიერთ მინისტრს მზესუმზირის ფულადაც არ ეყოფა და რას მიკეთებენ მარტო თავიანთ სკამებს არ აციებენ დღეების და თვეების განმავლობაში ჩვენ გვიდა ფეხბურთი და ხელფასებიც არ უხადონ ფეხბურთელებს ასე არ გამოვა უნდა უხადონ კიდევაც მაგრამ ხარისხიანი თამაშიც უნდა მოთხოვონ და არა ის რო ზოგიერთი მინდორზე დასეირნობს და ზოგჯერ მგონია მუშთაეთის პარკში დასეირნობენ
მურთაზი
25 ნოემბერი 2015 12:33
0
საბიუჯეტო საფეხბურთო კლუბებს სესხად მიეცით ფული და მაშინვე მომგებიანი პროექტების ძებნას დაიწყებენ, საუკეთესო მწვრთნელებსაც მოიწვევენ და სელექციასაც პატიოსნად ჩაატარებენ. მხოლოდ ასე გახდება ქართული ფეხბურთი მომგებიანი.

ასე თუ არ მოიქცევით "გაბალა" მონაგონი იქნება!!!!
გუჯა კახაძე
25 ნოემბერი 2015 12:22
0
ფეხბურთელების ხელფასთან დაკავშირებით, შედარებისათვის, რომ ქართველი მინისტრის ხელფასს მოიშველიებ, აი მანდ დაგვერხა მე მგონი. შეიძლება ერთი სპორცმენის ანუ ფეხბურთელის ხელფასი, სხვა, ნებისმიერი სპორცმენის ხელფასს შეადარო (არც ესაა სწორი), მაგრამ რა შუაშია აქ მინისტრი და მისი ხელფასი. ოხ ეს ქართველი ჟურნალისტები.. ვინ ხართ, სად ისწავლეთ ან ვინ გასწავლიდათ... მოკლედ...
gela
25 ნოემბერი 2015 12:20
0
დადუს ვეთანხმები.კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და არა კრიტიკა კრიტიკის და ისტერიკის შესაქმნელად. რეალურად ვიმსჟელოდ პრობლემაზე.რა შუაშია მინისტრის ხელფასი?
aleks
25 ნოემბერი 2015 12:17
0
ეეო, ეეო, ..... და სამში ....... რამ გადაგრიათ ერთი, ვერ გამიგია.მუნიციპალიტეტი გამოყოფს ერთიან თანხას გუნდზე, ხოლო მის განაწილებას ახდენა გუნდის მენეჯმენტი. რა არის აქ გაუგებარი? თქვენ რა წინადადება გაქვთ/ რა ყველა ფეხბურთელი ერთნაირად უნდა იღებდეს ხელფას, მიუხედავად იმისა თუ რა სარგებელი მოაქვს ამა თუ იმ ფეხბურთელს გუნდისათვი? .... ეეო და უი თქვენ, .... ჩელე კი ასიანია ტავის გადაწყვეტილებაში.
giga
25 ნოემბერი 2015 12:15
0
თუ სახელმწიფო აფინანსებს კლუბს ხელფასიც ნორმალური უნდა ქონდეს ფეხბურთელს თუ არა და საერთოდ უნდა შეწყდეს მსგავსი დაფინანსება
aleks
25 ნოემბერი 2015 12:15
0
დუდა-ს ლილიონები დაურიგებიათ თუ უნდათ.. ოღონდ არა ბიუჯეტის ხარჯზე, რა რის აქ გაუგებარი? არ არის ეფექტური ამდაგვარი დაფინანსება. რამდენი წელია უკვე ასეა შედეგი?
Davit
25 ნოემბერი 2015 12:14
0
აქვე დევს სტატია, 12 000 ბავშვზე მეტი არ ვარჯიშობს ფეხბურთშიოოო,, ვერ იხდიან ბავშვები ფულს და როგორ ივარჯიშებენ? უფასო უნდა იყოს ბავშვების ვარჯიში, ეგ საბიუჯეტო თანხა რომ ბავშვების ვარჯიშზე იხაჯებოდეს უკეთესი იქნება. ბავშვების მწვრთნლელებს ბიუჯეტიდან აუნაზღაურონ ხელფასები, ეგ სჯობს ვიდრე , კლუბები დაფინანსდეს.
Davit
25 ნოემბერი 2015 12:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული