"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ "ჩემპიონატისთვის" მიცემულ კომენტარში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"მახსოვს სსრკ-ის თამაში ბრაზილიასთან 1980 წელს, როდესაც ბესკოვმა ოლიმპიური ნაკრები შეკრიბა. 30 წლის ასაკში "მარაკანაზე" მატჩი ძირითადში დავიწყე.

ვფიქრობდით, სად მოვედით და ვის ვეთამაშებით?! - გამარჯვების სასაცილო შანსები იყო, მაგრამ 2:1 მოვიგეთ. ეს ფეხბურთია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

საქართველოს გამარჯვება აუცილებლად სჭირდება და პორტუგალიას ეს შეხვედრა არაფერს აძლევს. ვფიქრობ, ყოფილი სსრკ-ის ყველა ქვეყანა მხარს გვიჭერს. ღმერთმა ქნას, რომ დღეს საქართველომ გაიმარჯვოს, ჩვენ ძალიან ბედნიერნი ვიქნებით!", - თქვა
ჩელებაძემ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს წვრილი კრიმინალი რა გამოსაყვანია, დაილია პროფესიონალები? ამის 5 ლარად გაყიდული სინდისი დაუშლის მიკერძოებით ლაპარაკს?
გივი
12:29 28-06-2024
4
გატანილი გოლები არ გახსოვს? უმადური ვითომ გულშემატკივარი ხარ ბაკარია-ქოცკარია...
ზაზა
18:29 26-06-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული