ამ, ერთი შეხედვით, არაფრისმომცემ "ტიტულს" გარკვეული დატვირთვა აქვს: რომელი გუნდიც ხვდება ზამთრის პაუზას ერთპიროვნული ლიდერის რანგში, მოგვიანებით სწორედ ის გუნდი ხდება სეზონის ტრიუმფატორიც!
თანაც, სტატისტიკაც ამას მოწმობს: საქართველოს ჩემპიონატის 25-წლიან ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი შემთხვევები, როცა "ზამთრის ჩემპიონი" საბოლოოდ ოქროს მედლების გარეშე რჩებოდა.
დღესდღეობით კი ისეთი სიტუაციაა, რომ ამ არაოფიციალური ტიტულისათვის ორი გუნდი იბრძვის: თბილისის "დინამო" და "დილა"; ამის თეორიული შანსი აქვს "სიონსაც",
თუმცა, ბევრად უფრო კომფორტულ სიტუაციაში "დინამოა": დარჩენილ ორ შეხვედრაში 4 ქულა რომ ჰყოფნის "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულამდე. ოღონდ, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ "დილასგან" განსხვავებით, "დინამოს" ერთიმეორეზე რთული მატჩები აქვს დარჩენილი...
06.12. თბილისი. დინამო არენა. 18:00 LIVE I არხზე
დინამო (თბ)-სიონი
დისკვალიფიკაცია: დიმიტრი ტატანაშვილი, ზურაბ ჯაფიაშვილი (ორივე - სიონი)
ურთიერთშეხვედრები
54: +44 =3 -7, 132:26
ტურის ცენტრალური მატჩი მართლაც უდიდეს ინტერესს იწვევს: ჩინებულ ფორმაში მყოფმა თბილისის "დინამომ" არანაკლებ გამორჩეულად მოასპარეზე "სიონს" უნდა უმასპინძლოს!დინამო (თბ)-სიონი
დისკვალიფიკაცია: დიმიტრი ტატანაშვილი, ზურაბ ჯაფიაშვილი (ორივე - სიონი)
ურთიერთშეხვედრები
54: +44 =3 -7, 132:26
26 სექტემბერი იყო, "დინამომ" გორში "დილასთან" რომ წააგო და აი, იმის შემდეგ, გია გეგუჩაძის გუნდს უკვე ცხრამატჩიანი სერია "დაუგროვდა", თანაც, დინამოელებმა ბოლო შვიდი შეხვედრა მოიგეს! მათ შორის, შუა კვირაშიც, როცა სათასო დაპირისპირებაში სტუმრად აჯობა თავის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქე "ტორპედოს".
როგორც უკვე ტრადიციად იქცა ამ სეზონში, გია გეგუჩაძემ თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში "ტორპედოსთან" მატჩშიც მიმართა როტაციას და იმავეს უნდა ველოდოთ "სიონთან" შეხვედრაშიც; არანაკლებ მძიმე სათასო პაექრობა ჰქონდა შუა კვირაში "სიონსაც" (სტუმრად - "სამტრედიასთან"), თანაც, თავისი კოლეგისაგან განსხვავებით, ბოლნისელთა თავკაც ვარლამ კილასონიას ჩემპიონატის ლიდერთან მატჩის წინ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს - ორი წამყვანი ფეხბურთელი, 19 წლის ცენტრალური მცველი ზურაბ ჯაფიაშვილი და 32 წლის ცენტრფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი დისკვალიფიციის გამო ვერ ითამაშებენ.
ამას გარდა, ისიც საკითხავია, ექნება თუ არა ამ მატჩში თამაშის უფლება წინა ტურის ერთ-ერთ გმირს, "სიონის" 19 წლის შემტევს ოთარ კობახიძეს, რომელიც ბოლნისურ კლუბში სწორედ "დინამოდან" არის განათხოვრებული.
06.12. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 14:00
კოლხეთი-ზუგდიდი
ურთიერთშეხვედრები
12: +5 =3 -4, 12:13
"მეგრული დერბი", წესითა და რიგით, საინტერესო უნდა გამოდგეს, მაგრამ დღესდღეობით ორივე გუნდი ისეთ სიტუაციაშია, ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობაზე მეტად სხვა პრობლემები რომ უფრო აწუხებს.კოლხეთი-ზუგდიდი
ურთიერთშეხვედრები
12: +5 =3 -4, 12:13
"კოლხეთის" მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ქართული საფეხბურთო საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს უძველესი და დიდი ტრადიციის მქონე გუნდი ამ ფინანსურ კრიზისს, რაც შეიძლება მალე დასძლევს.
"ზუგდიდი" ჩემპიონატში წარუმატებლად კი გამოდის (ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს), სამაგიეროდ, თასის გათამაშებაში ყოჩაღობს და ნახევარფინალში გასვლის მშვენიერი შანსიც აქვს.
თუმცა, ლევან მიქაძის გუნდმა პირველი მეოთხედფინალური მატჩი ხომ 2 დეკემბერს გამართა და საკითხავია, რამდენად შეძლებენ "ზუგდიდის" ფეხბურთელები ძალების აღდგენას.
06.12. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 14:00
ცხინვალი-საპოვნელა
დისკვალიფიკაცია: ირაკლი ლექვთაძე (ცხინვალი) - გიორგი ტყეშელაშვილი (საპოვნელა)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
სხვა წყვილებისაგან განსხვავებით, ამ მატჩს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს: კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ცხინვალი", წინა სეზონის მსგავსად, ამჯერადაც ევროტურნირების საგზურის მოპოვების რეალური კანდიდატია, მაშინ, როცა მეტოქეს ისედაც მოკრძალებული მიზნები აქვს (უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება) და ამას წარუმატებელი სერიაც ემატება (ზედიზედ ოთხი წაგება ჩემპიონატში).ცხინვალი-საპოვნელა
დისკვალიფიკაცია: ირაკლი ლექვთაძე (ცხინვალი) - გიორგი ტყეშელაშვილი (საპოვნელა)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
მოკლედ, მასპინძლებს 3 ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეთ და ისიც საინტერესო იქნება, შეძლებს თუ არა მორიგი გოლ(ებ)ის გატანას "ცხინვალის" ახალგაზრდა ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავა...
06.12. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 14:00
სამტრედია-გურია
დისკვალიფიკაცია: გიორგი დათუნაიშვილი, დავით რაჟამაშვილი, დაჩი ცნობილაძე (ყველა - სამტრედია) - ვანო წილოსანი (გურია)
ურთიერთშეხვედრები
21: +12=2 -7, 51:35
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ამ გუნდების დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევდა: იმდროინდელი სამტრედიის "ლოკომოტივი" და "გურია" ყოფილი საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობის დროს მუდამ ერთმანეთს ეცილებოდნენ პირველობაში!სამტრედია-გურია
დისკვალიფიკაცია: გიორგი დათუნაიშვილი, დავით რაჟამაშვილი, დაჩი ცნობილაძე (ყველა - სამტრედია) - ვანო წილოსანი (გურია)
ურთიერთშეხვედრები
21: +12=2 -7, 51:35
მერე, ეს პაექრობა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც გაგრძელდა, თუმცა დღესდღეობით მეტოქეებს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვთ: "სამტრედია" ერთდროულად ორივე ფრონტიდან (ჩემპიონატი, თასი) ცდილობს ევროტურნირის საგზურის მოპოვებას.
"გურიას" კი, უკვე მერამდენე სეზონია, პრობლემები არ ელევა და ასეა ახლაც. თანაც, კიდევ კარგი, რომ ლანჩხუთელებზე უარესად სხვა გუნდებიც გამოდიან, თორემ "გურიას" წარუმატებელი სერია (ბოლო 6 მატჩში ერთადერთი ქულა) ბევრად უფრო "მტკივნეულად" აისახებოდა სატურნირო მდგომარეობაზე...
06.12. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00
დინამო (ბთ)-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ორივე გუნდი სერიოზული საკადრო პრობლემით ამთავრებს პირველ წრეს და ყველაფერი სატურნირო ცხრილშიც აისახა; მართალია, ბათუმის "დინამოც" და "საბურთალოც" ცხრილის შუაგულში ტრიალებენ, მაგრამ ბევრად უფრო უკეთესი შედეგი ექნებოდათ, ოპტიმალური შემადგენლობით რომ ეასპარეზათ.დინამო (ბთ)-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ისე, "დინამომ" ბოლო დროს საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა: უკანასკნელ სამ შეხვედრაში 7 ქულა აიღო. "საბურთალოს" ახალგაზრდა მწვრთნელ-ფეხბურთელები კი ამ სეზონს გამოცდილების მისაღებად გამოიყენებენ: გავარდნის საფრთხე გუნდს არ ემუქრება, ზედა სამეულში მოსახვედრად კი ჯერ მზად არ არიან.
თუმცა, ისიც სათქმელია, რომ არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მეორე წრეში...
06.12. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 14:00
ტორპედო-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
26: +12 =7 -7, 31:21
უმაღლეს ლიგაში დღესდღეობით მხოლოდ ორი უცხოელი სპეციალისტი მოღვაწეობს და სწორედ მათი "დუელი" უნდა შედგეს კიდეც ამ ტურში. მაშ, ასე: უკრაინელი ალექსანდრ შტელინი ესპანელი ჟერარდ სარაგოსას წინააღმდეგ!ტორპედო-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
26: +12 =7 -7, 31:21
აღსანიშნავია, ორივე მწვრთნელი უშუალოდ სეზონის მსვლელობისას დაბრუნდა საქართველოს ჩემპიონატში: შტელინი ხანგრძლივი პაუზის მერე, სარაგოსა კი - ორწლიანი განშორების შემდეგ.
სხვათა შორის, ჟერარდ სარაგოსას დებიუტი უმაღლეს ლიგაში სწორედ "ტორპედოში" ჰქონდა:
2013/14 წლების სეზონის პირველ ეტაპზე ქუთაისელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი შემადგენლობიდან "ტორპედოში" მხოლოდ სამი ფეხბურთელიღაა დარჩენილი: ვაჟა ტაბატაძე, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე...
06.12. ივანწმინდა. 14:00
ჩიხურა-შუქურა
დისკვალიფიკაცია: დავით მეგრელიშვილი (ჩიხურა)
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 1:3
ძალიან ძნელია ოთხი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე მეტოქესთან ზედიზედ ორი მატჩის გამართვა: "ჩიხურამ" 2 დეკემბერს პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება მოუგო "შუქურას" (2:0), ახლა კი ჩემპიონატში შეხვდება.ჩიხურა-შუქურა
დისკვალიფიკაცია: დავით მეგრელიშვილი (ჩიხურა)
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 1:3
თასზე ასეთი ანგარიში, რაღა თქმა უნდა, კომფორტულია, თუმცა, ჩემპიონატის კალენდარულ შეხვედრაში ძალიან გვიძნელდება რომელიმე გუნდს უპირატესობა მივანიჭოთ. ისე, ამ ბოლო დროს "შუქურას" მინი-კრიზისი დაეწყო: თეიმურაზ შალამბერიძის დამოძღვრილ გუნდს უკვე თვეზე მეტია არ მოუგია...
07.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 14:00
დილა-მერანი
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე (დილა) - ლაშა ჯღამაია (მერანი)
ურთიერთშეხვედრები
12: +9=2 -1, 27:12
ტური ორშაბათს დასრულდება და ძნელი წარმოსადგენია, რომ მოქმედმა ჩემპიონმა სეზონის გამოკვეთილი აუტსაიდერის წინააღმდეგობა ვერ დაძლიოს, მით უფრო, რომ თავისი მთავარი კონკურენტისაგან (თბილისის "დინამო") განსხვავებით, "დილას" შედარებით იოლი მატჩები აქვს დარჩენილი ზამთრის პაუზამდე.დილა-მერანი
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე (დილა) - ლაშა ჯღამაია (მერანი)
ურთიერთშეხვედრები
12: +9=2 -1, 27:12
ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 10
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 8
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"