ფანების ჩხუბის გამო "საპოვნელა", "სიონი", "დინამო" (თბ) და "ცხინვალი" დაისაჯნენ

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ეროვნული ჩემპიონატის XIV ტურში მომხდარი ინციდენტები განიხილა და სასჯელებიც ჩამოარიგა...

"ცხინვალისა" და "საპოვნელას" (3:0) შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდების ქომაგებს შორის ტრიბუნაზე დაპირისპირება მოხდა - ძირითადად, სიტყვიერი, მაგრამ მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მაინც იყო. ამას მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედნის ტრიბუნაზე 3 სკამი შეეწირა, თამაში კი მცირე ხნით შეჩერდა.

დისციპლინარებმა დამნაშავე მხარედ თერჯოლელები მიიჩნიეს და "საპოვნელას" 5 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს. ამას გარდა, იმერული გუნდი ერთ საშინაო თამაშს უმაყურებლოდ გამართავს. "ცხინვალი" კი, სტადიონზე უსაფრთხოების ზომების არასათანადოდ დაცვისთვის, 1
500 ლარით დაჯარიმდა.

თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" (5:2) შეხვედრის მე-80 წუთზე ადგილობრივმა და ბოლნისელმა გულშემატკივრებმა იჩხუბეს. დისციპლინარების აზრით, ჩხუბის მაპროვოცირებელი სტუმარი გუნდის ფანები იყვნენ, რადგან მათ პირველებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა "დინამოს" მხარდამჭერებს. ამიტომ "სიონი" 5 000 ლარით დაჯარიმდა. თბილისის "დინამო" უფრო ნაკლებს, 3 000 ლარს გადაიხდის, თუმცა უახლოეს საშინაო მატჩს მაყურებლების გარეშე ჩაატარებს. ეს შეხვედრა კი თბილისში, 16 დეკემბერს გაიმართება და "დინამო" თასზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს.

ისე, "დინამო არენა" ჩემპიონატის თამაშებზე ისედაც თითქმის ყოველთვის ცარიელია. ქვეყნის მთავარი საფეხბურთო სარბიელი ეროვნული პირველობის მატჩზე პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად 25 წლის წინათ, ჩემპიონატის პირველ მატჩზე ("იბერია"-"კოლხეთი") გაივსო...

"საპოვნელას" თავს სულაც კურიოზული ვითარებაა: თერჯოლელები სტუმრებს სულაც ქუთაისში მასპინძლობენ და ცხადია, მაყურებლით განებივრებულები არ არიან. კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ლოლაძის თქმით, "საპოვნელას" საერთოდ ფანკლუბიც არ ჰყავს.

"ჩვენ ფანკლუბიც არ გვყავს და ფანების გამო როგორ გვსჯიან?! ასეთი აბსურდი არ გამიგია! ან რამე განსაკუთრებული მოხდა? იყო შელაპარაკება და არავის არავინ არ უცემია, ინციდენტს გაგრძელება არც მოჰყოლია.

ხალხი სტადიონზე ისედაც არ დადის, ტრიბუნაზე სულ 20 კაცი ზის და პრემიაც ეკუთვნით. ასეთ დროს კი, რა გადაწყვეტილებას იღებენ? ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ.

ლოგიკური განაჩენის იმედს მაინც ვიტოვებ, რადგან სიტყვიერი შელაპარაკებისთვის 5 ათასი ლარი, თანაც სტუმარი გუნდისთვის, მეტისმეტია", - ამბობს ლოლაძე.

მართალია ეს კაცი: ასეთ დროს გუნდებს უმაყურებლოდ თამაში კი არ უნდა მიუსაჯო, პირიქით, სტადიონზე 5 ათასამდე ადამიანის მიყვანა უნდა დაავალო, ისედაც უმაყურებლო ტრიბუნები რომ შეავსონ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ფეხბურთი ემოციური სპორტია ჩემო სეხნია მოგეხსენება და როდესაც მანდილოსანი მიდის თამაშზე მას გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ იქ ბევრ უხამს სიტყვას მოისმენს. საქართველოში მით უმეტეს როდესაც დაქცეულ და გავერანებულ ჩემპიონატს ის ხალხი ესწრება მართლა ვინც ფეხბურთით ცხოვრობს და საკუთარი გუნდის თამაშზე ფიქრით ათენ-აღამებს. ამას საკუთარი განცდებიდან და იმ თერჯოლელთა პოზიციიდან ვამბობ ვინც იმ დღეს სახელდახელოდ შეგროვებული ფულით ერთი მიკროავტობუსის საწვავი ,,იჩალიჩა" და 400 კმ, მთელი დღე და კიდე სხვა უხვი ყოფითი პრობლემა გვერდზე გადადო და სტადიონამდე მოაღწია.
irakli apkhaidze
10:16 11-12-2015
0
მე ზუგდიდის ბალეშიკი ვარ და იმ თამაშზე ვიყავი და ცხინვალს ვბალეშიკობდი, თერჯოლა ჩვენი საპერნიკია და მაგათი წაგება მინდოდა. რაც არ უნდა ექნა სუდიას ცხინვალი მაინც მოიგებდა, მარა ბაზარი არაა პირველ ტაიმში მოუყომარა ბაკავოიმაც და გლავნიმაც საპოვნელას და მერე 0-2-ს ამომქაჩავი საპოვნელა კი არა ცხინვალთან დინამო და დილაც არაა. კაროჩე სუსტ და უპატრონო გუნდებს მაგრად ჩაგრავენ, შეიძლება ისეთი არაფერ მარა მელკი ჯარიმებით ისე გაგწირავენ ვერაფერს ვერ გაიგებ. მე ხო თერჯოლის წაგება მინდოდა მარა პენალი რო არ დადო მეც ვაგინე სუდიას :)))
ზვიად თოდუა
10:58 11-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული