გინება და გაწევ-გამოწევა - უმაღლესი ლიგის 2 მატჩი ლამის ჩაიშალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 დეკემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის რამდენიმე მატჩი დაძაბულობის ფონზე წარიმართა.

"ცხინვალი"-"საპოვნელას" შეხვედრა გულშემატკივრების დაპირისპირების გამო რამდენიმე წუთით შეჩერდა. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გულშემატკივრებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტი მოხდა ასევე თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" მატჩის მსვლელობისას. მეორე ტაიმის მსვლელობისას აღმოსავლეთ ტრიბუნაზე "დინამოსა" და "სიონის" გულშემატივრებს შორის მცირე კამათი მოხდა, რის შემდეგაც "სიონის" ქომაგებმა "დინამოს" შეურაცხმყოფელი შეძახილები დაიწყეს, საპასუხოდ "დინამოს" გულშემატკივრები "სიონის" ფანებს მისცვიდნენ და ჩხუბი დაუწყეს, თუმცა სიტუაცია მალევე განეიტრალდა.

ინციდენტის აღკვეთაში მონაწილეობა სტადიონის
სტიუარდებმა და სამართალდამცველებმა მიიღეს.

მომზადებულია palitratv.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული