18:15 07-12-2015
გინება და გაწევ-გამოწევა - უმაღლესი ლიგის 2 მატჩი ლამის ჩაიშალა [VIDEO]
AutoSharing Option
"ცხინვალი"-"საპოვნელას" შეხვედრა გულშემატკივრების დაპირისპირების გამო რამდენიმე წუთით შეჩერდა. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გულშემატკივრებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტი მოხდა ასევე თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" მატჩის მსვლელობისას. მეორე ტაიმის მსვლელობისას აღმოსავლეთ ტრიბუნაზე "დინამოსა" და "სიონის" გულშემატივრებს შორის მცირე კამათი მოხდა, რის შემდეგაც "სიონის" ქომაგებმა "დინამოს" შეურაცხმყოფელი შეძახილები დაიწყეს, საპასუხოდ "დინამოს" გულშემატკივრები "სიონის" ფანებს მისცვიდნენ და ჩხუბი დაუწყეს, თუმცა სიტუაცია მალევე განეიტრალდა.
ინციდენტის აღკვეთაში მონაწილეობა სტადიონის სტიუარდებმა და სამართალდამცველებმა მიიღეს.
მომზადებულია palitratv.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული