თბილისის "ლოკომოტივმა" ვაკეში, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე "ცხინვალს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 50-ე წუთზე დავით მაისაშვილმა გაიტანა.
მანამდე კი ლანჩხუთში "გურიამ" და "კოლხეთმა" ითამაშეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის მე-14 წუთზე ანგარიში ვანო წილოსანმა გახსნა, ფოთელებმა კი გოჩა კვარაცხელიას გოლით 70-ე წუთზე გაათანაბრეს.
ტურის დანარჩენი მატჩები 12 დეკემბერს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. XV ტურის წინათქმა: მშვიდობიანი ფინიშის მოლოდინი