ბესიკ შეროზია: ხელფასების საკითხი მშვიდად მოგვარდება

AutoSharing Option
ახლახან გაცნობეთ, რომ "კოლხეთის" რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც გუნდი მიუღებელი ხელფასების გამო დატოვეს, კუთვნილი თანხის მიღებას ფეხბურთის ფედერაციის მეშვეობით აპირებენ. ამ საკითხზე კომენტარი ფოთელთა მთავარ მწვრთნელ ბესიკ შეროზიას ვთხოვეთ.

"ჩვენი კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქმე არ გამწვავდეს და პრობლემა მშვიდად მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება და ამ ფეხბურთელებს დავალიანებას უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გავუსტუმრებთ", - გვითხრა შეროზიამ.

ალექსანდრე ინწკირველი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც "კოლხეთისგან" თანხის მიღებას ელის, გუშინ კი შევიტყვეთ, რომ მან ბოლნისის "სიონის" საწვრთნელი შეკრება დატოვა და აპირებს, ფოთელებს დაუბრუნდეს. არ
არის გამორიცხული, "კოლხეთს" წასულები ისევ დაუბრუნდნენ.







.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული