გია ცეცაძე: ჩემთვის ულტიმატუმი არ წამოუყენებიათ

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა, "სამტრედია" ვარჯიშებს აგრძელებდა. გუნდის მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს ამის მიზეზებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე დაველაპარაკეთ.

"სეზონის ეს ეტაპი მორჩა, მაგრამ ტონუსის შესანარჩუნებლად ფეხბურთელები თბილისში მაინც შევკრიბეთ, მსუბუქად ვავარჯიშებთ.

საერთოდ, სეზონის დასრულებისთანავე ფეხბურთელების ეგრევე სახლში გაშვება სწორად არ მიმაჩნია. მცირე დატვირთვები მაინც უნდა შეუნარჩუნდეთ.

23 დეკემბრის შემდეგ "სამტრედია" დასასვენებლად გავუშვით", - ამბობს ცეცაძე.

"სამტრედიის" დამრიგებელს პირველ წრეში გუნდის გამოსვლის შეჯამება ვთხოვეთ:

"მიმაჩნია,
რომ ამ ეტაპზე გუნდის თამაში დადებითად უნდა შეფასდეს. ერთადერთი ის არის, რომ უიღბლობის გამო თასის გათამაშებას მეოთხედფინალში გამოვეთიშეთ. იყო სხვა უიღბლობაც, რის გამოც მიმაჩნია, რომ 6 ქულა დავკარგეთ...

ამოცანა არც ყოფილა, რომ, გინდა თუ არა, თასის ფინალში გავსულიყავით და წრე პირველ ადგილზე დაგვესრულებინა. ეროვნულ ჩემპიონატშიც პროგრამა-მინიმუმი შევასრულეთ. მაგრამ თავად ჩვენ გვსურს, რომ უკეთესი გუნდი გვყავდეს და შედეგებიც უკეთესი გვქონდეს".

"სამტრედიის" გარდა, ცეცაძე, პარალელურად, ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძის ასისტენტადაც მუშაობს. იყო ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მალე ახალ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რომლის თანახმადაც, სპეციალისტებს ნაკრებსა და კლუბში ერთდროულად მუშაობა აეკრძალებათ:

"სიმართლე გითხრათ, ამაზე ფედერაციის ხელმძღვანელობასთან არც მილაპარაკია და არც არავის უთქვამს, რომ ეს უკვე რეალური ულტიმატუმია - ან კლუბში იმუშავე, ან ნაკრებშიო. მე დავემორჩილები ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონმა გიამ ქართულ ხელბურთს მიხედოს ჯობს,ნეტავი როდის დადგება ჩვენს,ასე ვთქვათ ქვეყანაში,ის დრო როდესაც ყველა თავის საქმეს გააკეთებს,იცით რომ ბატონი გია ხელბურთელია,არც ერთი დღე მას ფეხბურთი არ უთამაშია.....)))სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
beqa
22:27 26-12-2015
0
სამტრედიამ მიგინეიშვილი დაიმატა
სმტ
16:45 24-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული