გიორგი ქვილითაია: ძალიან მინდა საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება...

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა თბილისის "დინამოს" ქართველ ფორვარდ გიორგი ქვილითაიას სტატია მიუძღვნა.

* * *
თბილისური გუნდის უკანასკნელ 10 შეხვედრაში 22 წლის ქვილითაიამ მოედანი უგოლოდ მხოლოდ ორჯერ დატოვა. სწორედ ამიტომ ის საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

"კი, ახლა ნამდვილად წარმატებული პერიოდი მაქვს. ძალიან გამიმართლა თანაგუნდელებში. რომ არა ისინი, ამდენს ვერ გავიტანდი", - აცხადებს ქუთაისის "ტორპედოს" და ფოთის "კოლხეთის" ყოფილი ფეხბურთელის, მამუკა ქვილითაიას უფროსი შვილი.

"სიმართლე გითხრათ, სპორტის სახეობის არჩევაზე არასდროს მიფიქრია. დაბადებიდანვე ბურთს ვხედავდი, მესმოდა მისი, ვგრძნობდი მას. სიარული როგორც კი დავიწყე,
ბურთი შევიგრძენი. სხვა სიტყვებზე მეტად სწორედ ის მესმოდა. პირველი სიტყვაც კი, რომელიც წარმოვთქვი, გოლი იყო.

საფეხბურთო ოჯახი მყავს. ორივე ძმა ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ მე მამას ვგავარ, რომელიც ასევე ფორვარდად თამაშობდა. უმცროსი ძმა მეკარეა", - ამბობს გიორგი.

14 წლის ასაკში ფეხბურთელი მშობლიური აბაშიდან თბილისურ სკოლა "ნორჩ დინამოელში" გადაბარგდა, სადაც უამრავი ტალანტი ასპარეზობდა. სულ მალე დედაქალაქურმა აკადემიამ თავისი გუნდი "სასკო" პირველ ლიგაში წარადგინა, სადაც ახალგაზრდა ქვილითაიამ 4 თვეში 22 გოლის გატანა შეძლო.

19 წლის ფორვარდი უკვე უნგრეთის უძლიერეს გუნდ "დიორში" მოხვდა.

"იქ თამაში ორჯერ მოვახერხე. პირველად - ნახევარწლიანი იჯარით ყოფნის დროს. მაშინ გუნდი უნგრეთში საუკეთესოდ ითვლებოდა, ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ უფრო უნდა გავძლიერებულიყავი, - იხსენებს ქართველი. - შემდეგ დავბრუნდი და 3-წლიანი კონტრაქტიც გავაფორმე.

ტრავმის შემდეგ თასის 4 შეხვედრაში 10 გოლი გავიტანე. ამის მერე უმაღლეს დივიზიონშიც გამოვიჩინე თავი, მაგრამ კლუბიდან წასვლა მაინც მომიხდა. "დიორი" გაკოტრდა და მესამე დივიზიონში ჩამოქვეითდა".

უნგრეთში მცდელობის შემდეგ ქვილითაია საქართველოში დაბრუნდა, სადაც არც ისე ცუდი სეზონი ჩაატარა გორის "დილას" შემადგენლობაში. როცა ფეხბურთელი "დიორს" ხელმეორედ დაემშვიდობა, არჩევნის წინაშე დადგა.

"ევროპაში დარჩენის რეალური შანსი მქონდა, სლოვაკეთში მეპატიჟებოდნენ, მაგრამ გია გეგუჩაძის ("დინამოს" მთავარი მწვრთნელის) ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ დრომ დამანახა, რომ სწორად მოვიქეცი.

"დინამოში" მოხვედრამდე ტრავმას ხშირად ვიღებდი, სამ თვეში ერთხელ რაღაცას ვიზიანებდი, მაგრამ ახლა კარგად ვარ - ჩემპიონატის პირველი წრის 15-ივე შეხვედრა ძირითადში ჩავატარე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მწვრთნელის მხარდამჭერა, რომელიც მძიმე წუთებში გვერდში მედგა და მამხნევებდა".

თავდაპირველად ქვილითაიას "დინამოში" გახსნა გაუჭირდა. მან ვერც ჩემპიონატის პირველ ორ ტურში შეძლო გოლის გატანა და ვერც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალასთან" შეხვედრაში.

"მაშინ უბრალოდ დრო არ გვეყო. ჩვენი დღევანდელი თამაშით ის შეხვედრა სხვა ანგარიშით დასრულდებოდა", - ამტკიცებს ქვილითაია, რომელსაც დინამოსთან 1+1 კონტრაქტი აკავშირებს.

"ჩემი სამომავლო გეგმები მხოლოდ "დინამოს" უკავშირდება. ჩვენი მიზანი დუბლის (ჩემპიონობა და თასი) შესრულება და ევროთასებზე მოხვედრაა, სადაც ჯგუფურ ეტაპში მოსახვედრად ძალები გვეყოფა. დღევანდელი შემადგენლობა ამის ფიქრის საბაბს ნამდვილად მაძლევს", - ამატებს ქვილითაია, რომელიც კიდევ ერთ ოცნებას ინახავს და დაოჯახებას მანამ არ ჩქარობს, სანამ პროფესიონალური კარიერის მხრივ ყველაფერს არ მოაგვარებს.

"ძალიან მინდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება. ფეხბურთის თამაში როგორც კი დავიწყე, ამაზე იქიდან მოყოლებული ვოცნებობ", - ნათქვამია სტატიაში.

ვახტანგ ბზიკაძე
სპეციალურად uefa.com-ისთვის
მკითხველის კომენტარები / 4 /
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად რომ წარვსდგეთ საჭიროა: სწრაფი და ყურადღებიანი მცველები, ფლანგებზე აქტიური შემტევები, ძლიერი ცენტრი და გოლზე დაგეშილი სწრაფი ცენტრფორვარდი.
სირბილის სწავლების ცენტრი
14:32 30-12-2015
0
ფეხბუთი დოღი არაა სწრაფისირბილი იყოა გადამწყვეტი ,სწრაფაზროვნებას კი დიდ ასაკში გენეტიკის გამოცვლაც ვერ შველის
სირბილის სწავლების ცენტ სსსსსს
15:41 30-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული