”გაგრა” ზღვისპირეთს ნიგერიელებით მოივლის

AutoSharing Option
სეზონის მეორე ნახევრისთვის აქტიურად ემზადება საქართველოს თასის ნახევარფინალისტი "გაგრა". ანატოლი პისკოვეცის გუნდი ურეკშია, სადაც 8 თებერვლამდე დარჩება.

გუნდში რამდენიმე სიახლეა. "გაგრა" დატოვეს მცველმა ლაშა ცხადაძემ და ნახევარმცველმა გურამ ნათენაძემ. ახალწვეულიც ორია - ორივე ფოთის "კოლხეთის" ყოფილი წევრი, დათა სიჭინავა და დავით ციცხვაია.

ამ ორის "გაგრაში" ჩარიცხვა გადაწყვეტილი ამბავია, პისკოვეცი და მისი ასისტენტები კი კიდევ რამდენიმე პოტენციურ ახალწვეულს აკვირდებიან. ესენი არიან: გიორგი გრძელიძე, დავით ჯანაშია, გიორგი ჯოხაძე, გიორგი ქართველიშვილი და სამი ნიგერიელი - ჟაჟა, სადიქი და ჯერემი. აფრიკელების თამაში პისკოვეცს ბენდელას
თასზე მოეწონა და შეკრებაზეც ამიტომ წაიყვანა.

"გაგრა" ურეკში 8 თებერვლამდე დარჩება, ორი დღის შემდეგ კი მეორე შეკრებაზე უკვე ბათუმში გადაინაცვლებს.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული