”ვეტერინარებმა” ”ადმირა” აცრეს

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" აზერბაიჯანული "აფშერონის" 2:1 ძლევას გუშინ ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის ლიდერ "ადმირას" დამარცხება მიაყოლა - "ვეტერინარებმა" ამჯერად 3:1 გაიმარჯვეს.

მერაბ კოჭლაშვილის გუნდს ანგარიშის გახსნა მეორე წუთზევე შეეძლო - დავით მაისაშვილმა მეტოქის კარს მცირედით ააცილა. სამ წუთში "ადმირას" მეკარესთან პირისპირ ბესიკ ჩიმაკაძე გავიდა. კიპერმა მისი დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი კორიფაძემ იმარჯვა და "ვიტ ჯორჯია" დააწინაურა.

26-ე წუთზე ქართველებმა ანგარიში ორამდე გაზარდეს. ავსტრიელთა საჯარიმოს კუთხესთან დანიშნული ჯარიმა კორიფაძემ მოაწოდა, დასწრებაზე კი გიგა ბეჭვაიამ ივარგა - 2:0.

39-ე წუთზე
ავსტრიელებმა ჯარიმით გაიტანეს. ბურთი ერთ-ერთ ვიტელს მოხვდა, მიმართულება იცვალა და ჩვენი გუნდის კარში აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თანაბარი თამაში გაჩაღდა, შემდეგ კი ისევ "ვიტ ჯორჯიას" უპირატესობა გამოიკვეთა. 86-ე წუთზე გიორგი ჯანელიძემ მეტოქის დაცვა ეფექტური პასით გააცურა, ბურთი გიორგი გურეშიძეს მიუვიდა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ვიტ ჯორჯია: მიქაბერიძე (46. ძაძამია) - ხურცილავა, ადამაძე (46. გოგიაშვილი), კასრაძე, ღანიაშვილი (46. ჭანკვეტაძე) - ვასაძე (88. დვალაშვილი), მაისაშვილი (46. გიორგი გურეშიძე) - ბეჭვაია, ჯანელიძე, კორიფაძე (46. ზაქრაძე) - ჩიმაკაძე (46. როსტიაშვილი).

მორიგ ორ საკონტროლო მატჩს "ვიტ ჯორჯია" 3 და 4 თებერვალს გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული