ბიბილეიშვილი მინდორს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, რაც ტრავმით იყო გამოწვეული. გუშინ "ლელომ" მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა...
- ძალიან დიდხანს იუქმეთ. მძიმე იყო ტრავმა?
- საკმაოდ. თბილისის "დინამოსთან" მატჩში ჯვარედინი იოგები გამიწყდა.
- ახლა ყველაფერი კარგადაა?
- საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა. ჯერ ერთი ოპერაცია გავიკეთე, მერე - მეორე. სარეაბილიტაციო
- ასეთი ტრავმები ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ კვალს ტოვებს. ტრავმის შემდეგ შიში ხომ არ დაგჩემდათ?
- არა, არანაირი შიში! უკვე საკმაო დრო გავიდა იმ ტრავმის შემდეგ. ბოლოს "რუსთავში" ვვარჯიშობდი. მართალია, ოფიციალური მატჩი არ მითამაშია, მაგრამ ამხანაგური შეხვედრები კი ჩავატარე...
- როგორც გავიგეთ, კარიერას "საპოვნელაში" გააგრძელებთ...
- კი, ასეა. "საპოვნელას" ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და თანამშრომლობა შემომთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ამ სეზონში "საპოვნელას" მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, მერე კი შევეცდებით, უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.
- უმაღლესში ადგილის შენარჩუნება იოლი არ იქნება...
- რა თქმა უნდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ გუნდს შესწევს საამისო ძალა. თან "საპოვნელაში" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ითამაშებს და... ვნახოთ... მჯერა, შევძლებთ.
- მაშ, თქვენთვისაც და გუნდისთვისაც სეზონის იღბლიან მონაკვეთს ელით...
- დიახ, ასეთი მოლოდინი მაქვს. პირადად მე ცდას არ დავაკლებ, რომ "საპოვნელას" მიზნის მიღწევაში დავეხმარო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"