"ზუგდიდს" ივნისამდე 49 წლის უკრაინელი სპეციალისტი იური ბაკალოვი გაწვრთნის

AutoSharing Option
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად იური ბაკალოვი დაინიშნა. 49 წლის უკრაინელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ შეხვდა და კონტრაქტი ივნისამდე გააფორმა.

"ზუგდიდის" ახალმა დამრიგებელმა ფეხბურთელებიც გაიცნო და 12 იანვარს პირველი ვარჯიშიც გამართა, მანამდე კი მოთამაშეებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

"ზუგდიდის" პრესსამსახურის ცნობით, შემადგენლობაში მოსალოდნელ სიახლეებზე ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ. კიევის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვინ დატოვოს და ვინ გაუშვას, პირველი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ მიიღებს.

"ზუგდიდი" შეკრების ამ ნაწილს თვის ბოლომდე ადგილზე გეგმავს. ამის შემდეგ კი მოსამზადებელი პროცესი თურქეთში გაგრძელდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული